ახალი გერმანული საძიებო სისტემა ადამიანებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა მათი ნათესავები ნაცისტები
ფოტო: Bettmann Archive/Getty Images
ახალი საძიებო სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ნაცისტური პარტიის ჩანაწერებში ძებნის საშუალებას აძლევს, რათა გაარკვიონ, იყვნენ თუ არა მათი წინაპრები პარტიული ბილეთის მფლობელები, ამ თვის დასაწყისში გაშვების დღიდან უკვე მილიონობით ადამიანმა გამოიყენა. გიგანტური მონაცემთა ბაზა გერმანულმა გაზეთმა Die Zeit-მა გამოაქვეყნა იმ მიზნით, რომ დაესრულებინა "უადგილო სირცხვილით გამოწვეული დუმილი". გამოცემის სარედაქციო წერილის თანახმად, პროექტი გერმანიისა და აშშ-ის არქივებთან თანამშრომლობით მუშაობს და საძიებო სისტემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა.
სქრინშოტი გამოცემა Die Zeit-ის ახალი საძიებო ხელსაწყოს მთავარი გვერდიდან
ფოტო: Die Zeit
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებულმა ჰიტლერის პარტიამ რეალური პოპულარობა მხოლოდ "დიდი დეპრესიის" დროს, ეკონომიკური კოლაფსის ფონზე მოიპოვა. მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა 1930 წლის არჩევნებზე დაფიქსირდა, ხოლო როდესაც სამი წლის შემდეგ ჰიტლერი აირჩიეს, მან ყველა სხვა პარტია გააუქმა და შექმნა მასობრივი მოძრაობა, რომელიც გერმანული ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებდა. აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის თანახმად, 1930-იანი წლების ბოლოსთვის გერმანელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა ჰიტლერს და ნაცისტურ სახელმწიფოს.
Die Zeit-ის მონაცემებით, 1925 წლიდან მოყოლებული 20 წლის განმავლობაში პარტიას 10.2 მილიონი გერმანელი შეუერთდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, პიკის პერიოდში, მას დაახლოებით 9 მილიონი წევრი ჰყავდა. ომის ბოლო დღეებში ნაცისტები ცდილობდნენ გაენადგურებინათ პარტიის წევრობის ბარათების უზარმაზარი კოლექცია, თუმცა ისინი ბოლო მომენტში გადაარჩინეს და მოგვიანებით ამერიკელებს გადასცეს. გაზეთის ცნობით, დოკუმენტები თავდაპირველად ბერლინის დოკუმენტაციის ცენტრში ინახებოდა, მოგვიანებით კი გერმანიის ფედერალურ არქივში გადაიტანეს, ასლები აშშ-ის ეროვნულ არქივშიც ინახება.
ხალხის უზარმაზარი მასა ნაცისტური პარტიის ყრილობის მოედანზე ნიურნბერგში.
ფოტო: Everett/Shutterstock
Die Zeit-ის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ახალ საიტზე წვდომა უკვე მილიონობით ადამიანს ჰქონდა. გამოცემის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტიან შტაასმა განმარტა, რომ საძიებო სისტემით ხალხის დაინტერესება შთამბეჭდავი იყო. მან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად გერმანიის ფედერალურ არქივს ამ ინფორმაციისთვის საშუალოდ 75,000 ადამიანი მიმართავს, ხოლო როდესაც აშშ-ის ეროვნულმა არქივმა ჩანაწერები ინტერნეტში განათავსა, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ვებგვერდი დროებით გაითიშა.
შტაასის თქმით, ინტერესის ასეთი დონე შედარებით ახალია და ის ფაქტი, რომ ნაცისტური პარტიის ყოფილი წევრების უმეტესობა ან ომის დანაშაულებში მონაწილე პირები ცოცხლები აღარ არიან, ბევრისთვის საკუთარი ოჯახის ისტორიაზე კითხვების დასმას აადვილებს.
"საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მხოლოდ ძალიან ცოტა გერმანელი ამბობს, რომ მათი წინაპრები მხარს უჭერდნენ ნაცისტურ რეჟიმს, ხოლო საკმაოდ ბევრს სჯერა, რომ მათი ოჯახები ჰიტლერს ეწინააღმდეგებოდნენ. ეს, ცხადია, სიმართლე ვერ იქნება. შესაძლოა, ჩვენი საძიებო სისტემა დაეხმაროს ადამიანებს წარსულის უფრო რეალისტური ხედვის ჩამოყალიბებაში", — დასძინა მან.
ზოგიერთმა მომხმარებელმა საკუთარი რეაქცია გამოცემას გაუზიარა. ერთ-ერთმა მათგანმა, ფსევდონიმით Katha1927, დაწერა, რომ მისი გრძნობები არეულია, რადგან ეჭვობდა, რომ ორივე ბაბუა პარტიაში იყო — "ვფიქრობ, გაწევრიანების რომელი თარიღია ჩემთვის უფრო მძიმე: 1931 წელი, ასე ადრე და უკვე ასე დარწმუნებული? თუ 1941 წელი, მაშინ, როცა მათ უკვე ამდენი რამ იცოდნენ?"
მომხმარებელმა dudettes-მა კი აღნიშნა, რომ 40 წელზე მეტი ფიქრობდა, იყო თუ არა მისი დიდი ბაბუა პარტიის წევრი, რომელიც რკინიგზის ინჟინრად მუშაობდა და ყოველთვის ცოფდებოდა ომის თემის ხსენებაზე. მან მადლობა გადაუხადა გამოცემას პასუხისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინლად მტკივნეული პასუხი იყო.
კიდევ ერთმა ადამიანმა, სახელით Aunt Horst, აღნიშნა, რომ მათი ოჯახის კვლევა ყოველთვის ფოკუსირებული იყო ებრაულ შტოზე, რომელიც ჰოლოკოსტის დროს განადგურდა. მან აღმოაჩინა, რომ მისი ებრაელი დიდი დეიდის "არიელი" ქმარი ნაცისტურ პარტიას 1933 წელს შეუერთდა, ხოლო მისი ცოლი, რომელსაც სავარაუდოდ გაეყარა, 1942 წლის მაისში კულმჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს.
ლონდონის ვინერის ჰოლოკოსტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, კრისტინ შმიდტმა, საძიებო სისტემას ნაცისტური პერიოდის სწავლების საქმეში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ხალხი პარტიას სხვადასხვა მიზეზით უერთდებოდა: ეკონომიკური სასოწარკვეთის, ნაციონალიზმის მიმზიდველობის თუ საკუთარი ანტისემიტიზმის გამო. მისი თქმით, არქივის მონაცემების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ამ პერიოდის საშინელებებთან ანგარიშსწორებისთვის და დეზინფორმაციის ეპოქაში ეს გვახსენებს ორიგინალური დოკუმენტების მტკიცებულებით ძალას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები