ზვიად რატიანი: შემატყობინეს, რომ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა
ფოტო: პუბლიკა
პოეტი ზვიად რატიანი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებიდან ღია წერილით მიმართავს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას და ახსნა განმარტებას სთხოვს — რა გახდა იმის მიზეზი, რომ სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის პირობებში მოუწევს:
"მართალია, პირდაპირ არავის მივმართავ, მაგრამ ამ წერილს რამდენიმე ირიბი ადრესატი ჰყავს. პირველ რიგში, ამხანაგი პაატა სალია, იუსტიციის მორიგე მინისტრი. ასევე, პენიტენციალური დეპარტამენტისა და გლდანის VIII საპატიმროს ხელმძღვანელი მუშაკები.
6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც "საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს" აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა.
ჯერ ავხსნი განსხვავებებს აღკვეთის ამ ორ მოდელს შორის და მერე ვიკითხოთ, რა უნდა ყოფილიყო ცვლილების მიზეზი, რა ხილვა, რა გამოცხადება ეწვიათ ასეთი, რომ მანამდე შეუმჩნეველი რისკები განჭვრიტეს და დაგვიანებით, მაგრამ აღკვეთეს.
პირველი და ჩემთვის უმნიშვნელო განსხვავება ისაა, რომ ნახევრად ღია წესი პატიმარს უტოვებს შესაძლებლობას, სასჯელი კოლონიურ ღია სივრცეში მოიხადოს, დახურული წესი კი მხოლოდ ოთხ კედელს ითვალისწინებს.
მეორე და ჩემთვის მტკივნეული განსხვავებაა ისაა, რომ დახურული წესით მინიმუმადე მცირდება თვიური ხანმოკლე და წლიური ხანგრძლივი პაემანების რიცხვი.
საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.
ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.
მაგრამ "საშიშროების მომეტებული რისკი" რაღა იყო, ეგაა საკითხავი.
თანასაკნელები ისედაც არ მყავს, ციხის იმ თანამშრომლებთან, ვისთანაც მიწევდა და მიწევს ურთიერთობა, არათუ კონფლიქტი, მცირედი გაუგებრობაც არასდროს მქონია. არც მოუციათ საბაბი.
თავიდან ისიც კი დავუშვი, მექანიკური სამოხელეო შეცდომის წყალობით აღმოვჩენილიყავი "საშიშროების მომეტებული რისკის" მსჯავრდებულთა ნუსხაში და ამ დაშვებას ლოგიკური ახსნაც თავადვე გამოვუძებნე. ვიფიქრე, ციხე პირთამდე გადაიტვირთა, ისღა დარჩენიათ, პატიმრების ნაწილს აღკვეთის რეჟიმი დაუმძიმონ და ასე შეამცირონ პაემნების საერთო რაოდენობა მეთქი.
გულუბრყვილობა იყო, ვაღიარებ, ასეთი დაშვება, რომელ მექანიკურ შეცდომაზეა ლაპარაკი, როცა დეპარტამენტის უწყებას ასეთი მინაწერი აგვირგვინებს: "საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომის ოქმი"…
რა უნდა ვთქვა? ვგიჟდები გუნდურ მუშაობაზე საიდუმლო ვითარებაში!
ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი პატიმრული პრობლემების საჯაროდ გამომზეურებას და ამჯერადაც ვეცადე, მიზეზი ციხეშივე მომეკითხა. სოცმუშაკის პირით შევუთვალე ადმინისტრაციას, იქნებ აეხსნათ, რა ნიშნით არ აკმაყოფილებდა ჩემი ყოფაქცევა მათ მაღალ სტანდარტებს. იმავე სოცმუშაკის პირით შემომითვალეს, ასეთი უადგილო შეკითხვით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის მიმემართა, ანუ კედლისთვის ცერცვი შემეყარა.
მაინც პოეზიასთან წილნაყარი კაცი ვარ და ჩავთვალე რომ დახურულ რეჟიმს ღია წერილი მოუხდებოდა.
ამხანაგი სალია იმიტომაც ავირჩიე ირიბ ადრესატად, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისნაირებს ვერჩი, ისეთებს, ვისზეც მსმენია, ოდესღაც ადამიანები იყვნენო. სამაგიეროდ, დღეს არის თევზივით, არასდროს არაფერი იცის. არ იცის, რა ხელი ჰქონდა რუსთავი2-ის მიჭირხვნის საქმესთან. არ იცის, როგორ მოხვდა წულუკიანის მოღალატურ კომისიაში, არ იცის, რის სანაცვლოდ დაარქვეს მინისტრი.
გამოიჭერს ხოლმე რომელიმე რეპორტიორი:
– ბატონო პაატა, მართალია რომ ოდესღაც ადამიანი იყავით?
– არ ვიცი, ასე როგორ გიპასუხოთ, ხომ უნდა მოკითხო…
ამ წერილს, დიდი ალბათობით, დეპარტამენტის პასუხი მოჰყვება, მორიგი ბინძური ცილისწამება, რაშიც უბადლოდ არიან დახელოვნებული. გულწრფელად მაინტერესებს, ამჯერად რით გამაშავებენ, რით დაასაბუთებენ ჩემგან მომდინარე "საშიშროების მომეტებულ რისკებს". საკნის სათვალთვალო კამერის არქივში ქექვა არაფერს მისცემთ; ეს ის შემთხვევაა, როცა გაცილებით ღრმა შემოქმედებითი გარღვევა მოეთხოვებათ. მე მჯერა მათი!
ერთს კი ვურჩევდი. ყოველთვის, როცა მორიგი ცილისწამების შესათხზავად მოკალათდებიან, ისიც ახსოვდეთ, რომ დაგინება მათივე პრეზიდენტის საყვარელი გატაცებაა, თორემ მე და ჩემნაირებს ასეთები არც გვაქვს ჩვევაში.
თუმცა, მალე მოვა დროს, როცა ყველას ყველაფრისთვის მოეკითხება და აღარც არცოდნა ჩაეთვლებათ სალიებს არცოდვად.
არც მე დავიზარებ, მოვყვე ჩემი წილი სიმართლე ბოროტებაზე, რომელთა შემსწრეც არასრული ერთი წლის მანძილზე გავხდი და ვატყობ, ჯერ სად ვარ!
თუმცა, მანამდე, ამხანაგო მინისტრო, რისკები დაიდოს!", — წერს ზვიად რატიანი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 9 ოქტომბერს ცნობილ ქართველ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს პატიმრობა პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის პარლამენტთან 23 ივნისს დააკავეს.
- ზვიად რატიანი: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ, ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქია, სანატრელიც კი, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც ან საქმით ემსახურებიან, ან თუნდაც დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას
- დღეს, 9 ოქტომბერს, ზვიად რატიანი სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგება
- პენიტენციური სამსახური უარყოფს ზვიად რატიანის განცხადებას პაემნების არ ჩანიშვნაზე
- ზვიად რატიანი ამბობს, რომ არც პაემანს უნიშნავენ, არც ბლოკნოტს აძლევენ და ვერც კალამს ყიდულობს ციხის მაღაზიაში
- “ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით - კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე
- "ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის" — სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა
- "პენ საქართველო" და "Pen international" ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის გათავისუფლებას ითხოვენ
- ზვიად რატიანს ბრალი პოლიციელზე თავდასხმისთვის ოფიციალურად წარუდგინეს
- ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები