თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ფოტო: თიბისი
Punchline Profit — ასე ჰქვია საქართველოში შექმნილ პირველ YouTube ბიზნესფორმატს, რომელიც სულ მალე, YouTube-ის პლატფორმაზე გამოჩნდება. ბიზნესშოუ სრულიად ახალ მიდგომას ეფუძნება და ბიზნესების გამოწვევებს, სირთულეებსა და შიშებს გულწრფელი დიალოგითა და იუმორის საშუალებით განიხილავს.
ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი — Visa. პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.
Punchline Profit-ის ეპიზოდების ნახვა, საინტერესო წამყვანებითა და სტუმრებით (რომელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი), თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი. თითოეული ეპიზოდი სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს:
- დისკუსია — წამყვანები და მოწვეული თანაწამყვანები ბიზნესთემებზე თავიანთ გამოცდილებასა და სახალისო ისტორიებს გააზიარებენ;
- ბიზნესთერაპია — ბიზნესის წარმომადგენლები შოუში საკუთარ რეალურ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პრობლემის იუმორისტულ სტილში გაანალიზება;
- გამოსავლის ძიება — შოუს მონაწილე ბიზნესები, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, არაფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ — იქნება ეს შესაბამისი კონტაქტები, ექსპერტიზა თუ სხვადასხვა სახის შესაძლებლობა.
“დღევანდელ რეალობაში, უამრავი ბიზნესპროფესიონალი დგება კონკრეტული გამოწვევისა ან საჭიროების წინაშე, თუმცა არ იცის, სად დასვას კითხვა, ვის სთხოვოს რჩევა ან სად მიიღოს მხარდაჭერა. ამასთანავე, წარმატებული ისტორიების დომინირებამ სირთულეებზე საუბარი თითქოს უხერხული გახადა. Punchline Profit არღვევს ამ სტერეოტიპს და ქმნის ახალ მიდგომას: ბიზნესის გამოწვევების განხილვა იუმორისა და გულწრფელი დიალოგის საშუალებით, სადაც თითოეულ ეპიზოდში მეწარმეები ღიად საუბრობენ რეალურ პრობლემებზე, შეცდომებზე, შიშზე, თავისუფლად სვამენ კითხვებს, ეძებენ მხარდაჭერას, აზიარებენ გამოცდილებას და დიალოგის რეჟიმში, წამყვანებისგან იღებენ უკუკავშირს.“ — დავით ბაღაშვილი, Shark Media-ს დამფუძნებელი.
“თიბისი ბიზნესი ბიზნესების ნომერ პირველი მხარდამჭერია, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე — იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ წარმატების ისტორიები. ბიზნესის გზა ხშირად სირთულეებით არის სავსე. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა — საკუთარი საქმის, მიზნებისა და პარტნიორების. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს რწმენა ბიზნესებში და მათ მეტი თავდაჯერებულობა შევძინოთ. რამდენად რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოცემული მომენტი, მთავარია, დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატება გზაშია.” — ნათია პაჭიკაშვილი, თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი.
“Visa აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ბიზნესეკოსისტემის განვითარებას. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ ქართულ ბიზნესს და ვქმნით დინამიკურ პლატფორმას საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. პროექტი თავისი შემოქმედებითი ფორმატით მეწარმეთა განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მიხარია, რომ Visa ამ ახალი და საინტერესო ინიციატივის ნაწილია.” — დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.
Punchline Profit-ის ეპიზოდების და კონტენტის ნახვა, YouTube-ის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი, მათ შორის: Facebook-ზე, Instagram-ზე LinkedIn-სა და TikTok-ზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები