სამართლიანი არჩევნები: განსაკუთრებით პრობლემატურია მარნეულისა და რუსთავის ოლქები
ფოტო: On.ge
42 საჩივარი საარჩევნო კომისიაში, 47 საოლქო საარჩევნო კომისიაში და 33 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში - ამ დროისთვის ასე გამოიყურება სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგები.
ორგანიზაციის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები მათი დამკვირვებლების მიერ არსებითი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემატურია მარნეულის 31-ე, 18-ე, 51-ე, 74-ე, 42-ე საარჩევნო უბნები. ხარვეზები ფიქსირდება, ასევე, რუსთავის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, ტენდენციის სახე აქვს სამაგიდო საარჩევნო
სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფაქტებს.
სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს პარტიებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა, ხოლო, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საუბნო საარჩევნო კომისიებზე გასცენ შესაბამისი მითითებები, რათა გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლისა და მათი პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობა.
ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს სამართლიანი არჩევნების
დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- მარნეულის #42 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კენჭისყრის კაბინის გარეთ შემოხაზა;
- მარნეულის 31 საარჩევნო უბანზე იმყოფება პირი, რომელსაც სადამკვირვებლო მოწმობა აქვს, თუმცა, მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ხშირად ტოვებს უბანს და ამასთანავე უარს აცხადებს ვინაობის დაფიქსირებაზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში რამოდენიმე ამომრჩევლის ნაცვლად მოათავსა, ამასთან, იგი ამომრჩევლებთან შედის საარჩევნო კაბინაში და მისი განმარტებით, "ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ეხმარება".
მარკირების პროცედურის დარღვევა
- მარკირების გარეშე 4 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა 6-მა ამომრჩეველმა, კერძოდ, ფოთის საარჩევნო ოლქის 21-ე საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის 27-ე საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); მარნეულის საარჩევნო ოლქის 18-ე საარჩევნო უბანზე (3 შემთხვევა); მარნეულის საარჩევნო ოლქის 52-ე საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);
- ამომრჩევლები კენჭისყრის შენობაში მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს 2 საარჩევნო უბანზე, კერძოდ, მარნეულის საარჩევნო ოლქის 31-ე საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); რუსთავის საარჩევნო ოლქის 84-ე საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);
- ბათუმის საარჩევნო ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების
შემდგომ დადგინდა, რომ ამომრჩეველი არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული,
რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ზეწოლა დამკვირვებლებზე
ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბნის (ბეღლეთი) კომისიის წევრმა, ახმედ იაკობაძემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის გზით მოსთხოვა, ორგანიზაციის დამკვირვებელს „არ ამოეღო ხმა“ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან, მისი განცხადებით, მთელი სოფელი ერთ-ერთი კანდიდატის, მიხეილ შავაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მხარდამჭერი იყო.- მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება მხოლოდ ოლქში საჩივრის დაწერის შემდეგ მიეცა;
კენჭისყრის პროცედურის დარღვევა
- მარნეულის საარჩევნო ოლქის 31-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თვითნებურად ცვლიან ფუნქციებს, რაც არ აისახება ჩანაწერთა წიგნში;
- საბურთალოს საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს ამომრჩეველთა ნაკადს, რის შედეგადაც უბანზე იმყოფება ბევრი ამომრჩეველი;
- მარნეულის საარჩევნო ოლქის მე-18 საარჩევნო უბანზე ნაკადი მარეგულირებელი კომისიის წევრი სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ერთდროულად ბევრ ამომრჩეველს უშვებს უბანზე, რაც იწვევს ხმაურსა და არეულობას.
არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა
- მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მართვის მოწმობით;
გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა
- რუსთავის საარჩევნო ოლქის 51-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის უბნიდან გატანამდე ლუქის მთლიანობის დარღვევის გამო, კომისიამ გააუქმა გადასატანი ყუთის ხმის მიცემა, რითაც ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებოდა. "სამართლიანი არჩევნების"“ ჩარევის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში
- სამგორის საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი სხვა უბნისთვის განკუთვნილ საარჩევნო ყუთში მოათავსა;
ბიულეტენების არასწორად გაცემა
- რუსთავის საარჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ორი პროპორციული ბიულეტენი გადასცა;
- ქუთაისის საარჩევნო ოლქის 46-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ორი ერთი და იმავე სახის ბიულეტენი გადასცეს;
- საბურთალოს საარჩევნო ოლქის 41-ე საარჩევნო უბანზე 2-ით ნაკლები მაჟორიტარული ბიულეტენია გაცემული;
ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების დახევა
- რუსთავის საარჩევნო ოლქის 73-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა მიღებული ბიულეტენები დახია.
სამართლიანი არჩევნები შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის
მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი
ან პასპორტი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები