ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
ფოტო: OC-MEDIA
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა, ადამ კადიროვმა, ენერგეტიკული სასმელი სახელწოდებით K13 გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ მანამდე რამზან კადიროვი ენერგეტიკულ სასმელებს "საწამლავს" უწოდებდა.
OC-MEDIA რუსულ დამოუკიდებელი მედიასაშუალება "ვერსტკაზე" დაყრდნობით წერს, რომ 15 აპრილს რამზან კადიროვი და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი, გროზნოში ჰიპერმარკეტის გახსნას დაესწრნენ, სადაც ახალი სასმელი გასინჯეს.
ადამ კადიროვმა საკუთარ Instagram-ის გვერდზე სარეკლამო ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს BMW-ს მარკის ავტომობილი K13-ის ლოგოებით. ავტომობილის შიგნით გადაღებულ ერთ-ერთ კადრში ჩანს წარწერა DUSTUM — ეს ადამის მეტსახელია.
სასმელის ვიზუალური სტილი Monster Energy-ის პროდუქციას ჰგავს: ქილა მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო K13-ის ლოგოს შრიფტი ამერიკული ბრენდის მსგავსია.
გამოცემის თანახმად, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი მარტში შეიტანა კომპანიამ United Company-იმ, რომელიც თავად ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა. მფლობელად მითითებულია ისლამ ვისალიევი. 9 აპრილს ვისალიევმა დაარეგისტრირა კიდევ ერთი კომპანია სახელწოდებით K-13, რომელიც პროდუქტის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული.
წარსულში რამზან კადიროვი ენერგეტიკული სასმელების გავრცელების წინააღმდეგ გამოდიოდა. 2012 წელს მან საზოგადოებას მათი მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდა, ასეთ პროდუქტებს "დამათრობელი ნივთიერებები" უწოდა და განაცხადა, რომ მათი გამოყენება მუსლიმურ საზოგადოებაში მიუღებელია. მისი თქმით, ენერგეტიკული სასმელების მოხმარება ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს.
"და რას ვხედავთ მაღაზიის დახლებზე? ყველგან, ღიად, ლამაზად შეფუთული ქილებით ეს საწამლავი იყიდება", — თქვა მაშინ კადიროვმა.
ადამ კადიროვი მამამისის მემკვიდრეობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება. მას უკვე უკავია რამდენიმე მნიშვნელოვანი საჯარო და სამთავრობო პოსტი: ხელმძღვანელობს მამის უსაფრთხოების სამსახურს, არის ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, კურირებს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ზედამხედველობს რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს გუდერმესში და თავდაცვის სამინისტროს ბატალიონს.
იანვარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მისი საჯარო აქტივობა შემცირდა, რის გამოც ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მამას ახლა სხვა ფავორიტები ჰყავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები