26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან ერთად იწყებს საგანმანათლებლო-შემეცნებით მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით.
აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება.
მოინიშნე თარიღი, შენთვის სასურველი ქალაქი და შემოგვიერთდი:
წნორში (26 აპრილი, 15:00 საათი, ცოდნის კაფე, დავით აღმაშენებლის ქ. 3)
ყვარელში (27 აპრილი, 15:00 საათი, ყვარლის ევროკლუბი, სააკაძის ქ. 2)
გორში (29 აპრილი, 15:00 საათი, გორის ხელოვნების სახლი, გურამიშვილის ქ. 5)
ქუთაისში (1 მაისი, 15:00 საათი, თეატრი „ლიანდაგი“, დავით აღმაშენებლის გამზ. 85ა)
ზუგდიდში (2 მაისი, 15:00 საათი, ზუგდიდის ტექნოპარკი, რ. ლაღიძის ქ. 2)
ფოთში (14 მაისი, 15:00 საათი, ფოთის ცენტრალური პარკი)
ოზურგეთში (15 მაისი, 15:00 საათი, ოზურგეთის პროგრესის სახლი, 26 მაისის ქ. 11ა)
ბათუმში (16 მაისი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა, ბაგრატიონის ქ. 117)
ახალციხეში (18 მაისი, 15:00 საათი, ახალციხის ცენტრალური მოედანი)
ამბროლაურში (24 მაისი, 15:00 საათი, ამბროლაურის ცენტრალური მოედანი)
ჩაერთე სამეცნიერო-საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მიიღე მონაწილეობა კონკურსებში, შეჯიბრებებში და მოიგე საინტერესო საჩუქრები.
თუ გაინტერესებს, როგორ აირჩიო მომავალი პროფესია, გაიგო როგორია საუნივერსიტეტო ცხოვრება, დაესწარი შეხვედრებს. ილიაუნის პროფესორები და მოწვეული სტუმრები გაგიზიარებენ საინტერესო რჩევებს და გამოცდილებას.
15 ივნისიდან ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებზე გიმასპინძლებთ თბილისში.
სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო კარვებში დაგხვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები, სადაც შეძლებთ თავად ჩაატაროთ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნოთ მეცნიერებას.
ქიმიური ბიოლოგიის კარავში გაიგებ, როგორ ხდება ბანანიდან დნმ-ის გამოყოფა, როგორ ხდება წყალში ცილის განსაზღვრა, შეძლებ მოამზადო „ტკბილი შუქნიშანი“.
ასევე შეძლებ სხვადასხვა ანათალის მიკროსკოპში დათვალიერებას, ნივთიერებების დაყოფას ქრომოტოგრაფიულ სვეტზე და სხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას.
თანამედროვე ტექნოლოგიების კარავში გაიცნობ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს, შეძლებ მისთვის შეკითხვების დასმას და პასუხების მიღებას. შეიტყობ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჰუმანოიდი რობოტები და რაში ვიყენებთ მათ.
დედამიწის შემწავლელი მეცნიერების კარავში აღმოაჩენ რა იწვევს მიწისძვრას, მეწყერს, წყალდიდობას და სხვა გეოლოგიურ პროცესებს. გაიგებ, როგორ ხდება სამშენებლო-საინჟინრო პარამეტრების განსაზღვრა გეოფიზიკური მეთოდებით. გაეცნობი რეალურ მინერალებს და მონაწილეობას მიიღებ წამახალისებელ გათამაშებაში. ნახავ სეისმური მონაცემების Live ტრანსლაციას.
ასტროფიზიკის სივრცეში შეძლებ ტელესკოპით დააკვირდე მზეს და სხვა პლანეტებს.
ილიაუნის პლანეტარიუმში შეძლებ იმოგზაურო პლანეტების სამყაროში და მოისმინო ინფორმაცია სამყაროს წარმოშობის, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე);
დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებისა და ევოლუციის გზაზე ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე;
გაიგებ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ და გაეცნობი გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას.
ეკოლოგიის კარავში გაიგებ მეტს იმ ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეძლებ, თავად შეისწავლო სხვადასხვა მცენარე, მწერი, ცხოველი მიკროსკოპში და გაეცნო ამ ორგანიზმების ველურ ბუნებაში არსებობის თავისებურებებს.
ზოოლოგიის კარავში გაიგებ რა ორგანიზმები ცხოვრებენ ექსტრემალურ პირობებში და როგორ ახერხებენ იქ არსებობას. აღმოაჩენ, რომ დედამიწის მტკნარი წყლის დიდი ნაწილი სწორედ მიწისქვეშაა დამალული. გაიცნობ საქართველოს უნიკალურ მღვიმეებს, რომლებიც მსოფლიოშიც გამორჩეულია.
სამოქალაქო ინჟინერიის კარავში გაიგებ, როგორ იგეგმება და შენდება ხიდები, შენობები და ინფრასტრუქტურა, რა განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და სტაბილურობას და როგორ უმკლავდებიან ინჟინრები გარემო ფაქტორებს.
ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეძლებ, თავად გამოსცადო სხვადასხვა კონსტრუქციის გამძლეობა, სტაბილურობა და დიზაინის ეფექტურობა, ასევე გაიგებ, როგორ ნაწილდება დატვირთვა და რატომ აქვს მნიშვნელობა ფორმასა და მასალას.
გაეცნობი, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები – მიწისძვრა, წყალი და ნიადაგი – და როგორ ითვალისწინებენ მათ ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას. მონაწილეობას მიიღებ სახალისო გამოწვევებში და გამოსცდი საკუთარ თავს, როგორც მომავალი ინჟინერი.
კომპიუტერული მეცნიერების და კომპიუტერული ინჟინერიის კარავში ილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროექტებს და გაგიზიარებენ, როგორ იქმნება მიკროსქემების დიზაინი და საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები.
ასევე, წარმოდგენილი იქნება საბრძოლო რობოტები (BattleBots), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონკურსში.
შემოგვიერთდი!, — წერია ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები