ლადო ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდის

ლადო ბოჟაძე

27 Apr. 2026, 11:28

"აპრილში უნდა დასრულებულიყო მუშაობა და დაველოდოთ, პრინციპში უნდა დასრულდეს როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო კომისიის მუშაობა. თუ ამის საჭიროება გახდა, რომ ვადა გაგრძელდეს, არ ვიცი, რამდენად დადგება დღის წესრიგში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიდრე ყველა ნიუანსი არ იქნება გავლილი, ბიზნესთან შეთანხმებული არ იქნება გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.

...ეს შეიძლება იყოს რეკომენდაციების დოკუმენტი, რა როგორ უნდა გაკეთდეს, თუ საკანონმდებლო ცვლილებები იქნა საჭირო, ბუნებრივია, პარლამენტი ამისათვის მზად იქნება.

...ჯადოსნური ჯოხის იმედზე არ ვართ, ბუნებრივია, და ვერც ვიქნებით იმიტომ, რომ არა გვაქვს.

...მიდის მუშაობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა და იგრძნოს ფასების შემცირება."

განაცხადა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე ევროპელი სოციალისტების წევრმა, ლადო ბოჟაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…