დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის — მსოფლიო ლიდერები თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლას ეხმაურებიან
26 აპრილს, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რათა აღნიშნული ინციდენტის გამო მწუხარება გამოეხატა. თურქეთის ლიდერმა მომხდარი დემოკრატიისა და პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საზარელ ქმედებად შეაფასა და დაშავებულ უსაფრთხოების თანამშრომელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
მომხდარს გამოექმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერიც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა თუ პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა უმკაცრესად უნდა დაიგმოს.
"შოკირებული ვარ ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე გუშინ მომხდარი სცენებით.
ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებსა თუ პრესის თავისუფლებაზე უმკაცრესად უნდა დაიგმოს.
დიდი შვებაა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა დამსწრე უსაფრთხოდ არიან", — დაწერა სტარმერმა X-ზე.
დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მან X-ზე დაწერა, რომ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს და აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა მიუღებელია.
"გუშინ ღამით განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე მიუღებელია. ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს", — დაწერა მაკრონმა.
X-ზე ტრამპის მხარდამჭერი განცხადება დაწერა იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმაც. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დემოკრატიებში პოლიტიკური სიძულვილის ადგილი არ არსებობს და აზრთა დაპირისპირების კულტურის დაცვა უნდა დარჩეს გადაულახავ ბარიერად.
"მსურს სრული სოლიდარობა და გულწრფელი მხარდაჭერა გამოვუცხადო პრეზიდენტ ტრამპს, პირველ ლედი მელანიას, ვიცეპრეზიდენტ ვენსს და ყველა იმ პირს, ვინც გუშინ ღამით თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე მომხდარ ინციდენტს ესწრებოდა.
ჩვენს დემოკრატიებში პოლიტიკური სიძულვილის ადგილი არ არსებობს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცეები. აზრთა დაპირისპირების კულტურის დაცვა უნდა დარჩეს გადაულახავ ბარიერად ნებისმიერი შეუწყნარებელი გამოვლინების წინააღმდეგ, რათა დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი ერები ეფუძნება", — დაწერა მელონიმ X-ზე.
მომხდარის შესახებ X-ზე წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც. მისი თქმით, დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. მისივე თქმით, ღონისძიება, რომელიც თავისუფალი პრესის პატივსაცემად იმართება, არასოდეს უნდა იქცეს შიშის ადგილად.
"შვებაა, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე მომხდარი სროლის შემდეგ, ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოდაა.
დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
ღონისძიება, რომელიც თავისუფალი პრესის პატივსაცემად იმართება, არასოდეს უნდა იქცეს შიშის ადგილად. დაშავებულ ოფიცერს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", — დაწერა კალასმა.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც. მან აღნიშნა, რომ ძალადობის ადგილი პოლიტიკაში არასდროსაა.
"შვებაა იმის გაგება, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშმის ყველა დამსწრე უსაფრთხოდ არის.
ძალადობის ადგილი პოლიტიკაში არასდროსაა.
მადლობა პოლიციასა და რეაგირების ჯგუფებს სწრაფი მოქმედებისთვის სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", — დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, 26 აპრილს, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლა მოხდა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტიც ესწრებოდა. მაღალი თანამდებობის პირების ევაკუაცია მალევე მოხდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები