"ხალხის ძალა" მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე კონსულტაციებს მართავს
პარტია ხალხის ძალა აცხადებს, რომ შიდა და მმართველ გუნდთან პარალელურ კონსულტაციებს მართავს, რათა გადაწყვიტოს, დაუჭერს თუ არა მხარს მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საკითხზე განხილვები ქართულ ოცნებასთანაც მიმდინარეობს.
"ხალხის ძალას ვერავინ ასწავლის, რა გამოწვევებია ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. პირველ ხაზზე ვიყავით და ვართ ყოველთვის, ამ უცხოური ძალების შემოტევებისგან. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის კონსულტაციები, რაც ჩვენ გვაქვს ჯერ შიგნით და პარალელურად გვაქვს ქართულ ოცნებასთან გამომდინარე ამ საკადრო ცვლილებებიდან. ვერ გეტყვით, იქ რა საუბარი მიდის — კონსულტაციები იმიტომ არის, რომ ორი პოლიტიკური ფრაქცია რაღაცაზე თანხმდება. დავუჭერთ თუ არა მხარს — ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს თუ არა, ამას ჩვენ ვნახავთ. საკადრო ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, იმიტომ რომ ახალი სამინისტრო ემატება. იცით როგორი წესით იხილება, როცა კანონში ცვლილებები შედის — სჭირდება გამოსვლები, სჭირდება მხარდაჭერა, კენჭისყრა და ასე შემდგომ", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობას დღეიდან იწყებს. კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიცია იქმნება, ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც შესაბამის კომიტეტში გადაინაცვლებს.
ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი უკვე დაუჭირა.
ცნობისთვის, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს და ასევე, იქნება ვიცე-პრემიერი.
ცვლილებები შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც — გელა გელაძეს სულხან თამაზაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. მის ნაცვლად კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები