ჰარუკი მურაკამი პირველად გამოსცემს რომანს ქალი მთავარი გმირით
ფოტო: Dana Scruggs / The New York Times
იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი ამ ზაფხულს თავის რიგით მე-16 რომანს გამოსცემს. კაჰოს ამბავი (The Tale of Kaho) პირველი ნაწარმოებია, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი ქალია. წიგნი იაპონიაში 3 ივლისს დაიბეჭდება, იმავე დღეს კი მისი ელექტრონული ვერსიაც გავრცელდება
352-გვერდიანი რომანის ფოკუსში 26 წლის კაჰოა, რომელიც საბავშვო წიგნების ილუსტრატორია. ნაწარმოები ეფუძნება ავტორის ოთხნაწილიან სერიას, რომელიც თავდაპირველად ლიტერატურულ ჟურნალ Shincho-ში 2024 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე ქვეყნდებოდა. რომანი ამ სერიის გადამუშავებული და გაფართოებული ვერსიაა. პირველი ნაწილი, რომელიც ინგლისურად ფილიპ გაბრიელმა თარგმნა, New Yorker-ში 2024 წელს გამოჩნდა. ისტორია იწყება კაჰოს "ბრმა პაემნით" კაცთან, რომელიც ეუბნება: "ჩემს ცხოვრებაში ბევრნაირ ქალს შევხვედრივარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შენნაირი უშნო არავინ მინახავს".
ჰარუკი მურაკამი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ნაწარმოებები ქართულ ენაზე უკვე წლებია იბეჭდება. ახალი რომანი მურაკამის წინა ნამუშევარს, ქალაქის უნდო გალავანი მოჰყვება, რომელიც ქართულად 2026 წელს გამოიცა.
მურაკამის გამომცემელმა, კაჰოს ამბავი დაახასიათა როგორც მისი პირველი სრულმასშტაბიანი რომანი, რომელსაც მხოლოდ ერთი ქალი პროტაგონისტი ჰყავს. ავტორს ადრეც გამოუყენებია ქალები მთავარ პერსონაჟებად, თუმცა მხოლოდ მოკლე მოთხრობებში. ქალი იყო ერთ-ერთი იმ ორი პროტაგონისტიდანაც, რომლებიც მის სამნაწილიან რომანში 1Q84 გვხვდებიან.
77 წლის მურაკამი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ნაწარმოებებში ქალების წარმოჩენის გამო და ხშირად ადანაშაულებდნენ ქალი პერსონაჟების სექსუალიზებულ ან ერთგანზომილებიან ობიექტებად ქცევაში. 2004 წელს Paris Review-სთან ინტერვიუში მან თავის პერსონაჟ ქალებზე თქვა: "ჩემს ამბებში ქალები მედიუმები არიან, მომავალი სამყაროს მაცნეები. სწორედ ამიტომ მოდიან ისინი ყოველთვის ჩემს პროტაგონისტთან; თავად პროტაგონისტი მათთან არ მიდის".
თებერვალში New York Times-თან ინტერვიუში მურაკამიმ ქალის პერსპექტივიდან წერას "უჩვეულო, თუმცა ბუნებრივი" უწოდა. "მე ის (კაჰო) გავხდი", — აღნიშნა მან. მწერალმა ასევე დასძინა, რომ ეს რომანი მის წინა ნამუშევრებთან შედარებით უფრო ოპტიმისტურია.
მან სიუჟეტის შესახებ ბევრი დეტალი არ გაამხილა, თუმცა კაჰო დაახასიათა როგორც "ძალიან ჩვეულებრივი გოგო, არც ისე ლამაზი და არც ისე ჭკვიანი", მაგრამ დასძინა, რომ "მის თავს და მის გარშემო უამრავი უცნაური რამ ხდება".
მურაკამი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე იაპონელი ავტორია. 47-წლიანი კარიერის განმავლობაში მას 15 რომანი აქვს დაწერილი, რომლებიც 50-მდე ენაზეა თარგმნილი. მის ნამუშევრებს შორისაა: ნორვეგიული ტყე, საოცრებათა ქვეყანა და სამყაროს დასასრული, კაფკა პლაჟზე და 1Q84.
ის არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ფრანც კაფკას პრემიის (2006), ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის ლიტერატურული პრემიისა (2016) და ესპანეთის ასტურიის პრინცესას პრემიის (2023). მას ხშირად ასახელებენ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად.
ასევე ნახეთ: ჰარუკი მურაკამი — მწერალი, რომლის წიგნებიც საქართველოში პოპულარობას არ კარგავს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები