რატომ არის გოგრა ჩვენი საუკეთესო მეგობარი მაშინ, როცა ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ
ფოტო: Freepik
თუ ჩემსავით მთელი ცხოვრებაა მეტწილად წარუმატებლად ცდილობ სწორად იკვებო (ხან გამოგდის და ხან არა) — უკვე კარგად გეცოდინება, რომ ჯანსაღი კვება მხოლოდ თეორიულად არის მარტივი. პრაქტიკაში კი რეჟიმის დაცვა რთულიცაა, ძვირიც და დატვირთულ ყოველდღიურობაში მისი ინტეგრირებაც უბრალოდ ჭირს.
მრავალწლიანი წარუმატებლობის მიუხედავად, ბევრიც რომ ვიკითხე, გამოვცადე და გავაანალიზე, ერთ რამეს მივხვდი — ყველაზე მეტად ამ რთულად გასავლელ გზაზე, რომელზეც მე პირადად ხან მარწყვის ტორტი მეღობება და ხანაც ტაფის ხაჭაპური, იმ უნივერსალური პროდუქტების აღმოჩენა გვეხმარება, რომლებიც, თითქოს ჩვენკენ მობრუნებული იღბლის წყალობით, გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა.
ერთ-ერთი ასეთი და ჩემი აზრით, საუკეთესო პროდუქტი გოგრაა.
გოგრა იმიტომ, რომ საქართველოში თითქმის მთელი წელია ხელმისაწვდომი, გემრიელია, დაბალკალორიული, ადვილად გვანაყრებს და რაც მთავარია, მარგებელია. გარდა ამისა, ბევრი ფორმით შეგვიძლია მივირთვათ — მოვხარშოთ, გამოვაცხოთ, წვნიანად ან დესერტად ვაქციოთ.
ფანტასტიკური კომბოა, არა?
ფოტო: Freepik
სწორი კვება, მიუხედავად გავრცელებული მითისა, საკმაოდ ძვირი ჯდება — ხარისხიანი პროდუქტი, სეზონების მიხედვით, ხან ფასს იცვლის და ხანაც ხარისხს. გოგრა კი ამ მხრივაც გამონაკლისია — ის საკმაოდ ბიუჯეტურია, თვეების განმავლობაში ინახება და მისი ფასი სეზონის ცვლასთან ერთადაც არ იზრდება კატასტროფულად.
თუმცა, პროდუქტის მთავარი სუპერძალა მაინც ის არის, რომ ბოჭკოს (უჯრედისის) გულუხვი წყაროა — კუჭს ავსებს და დანაყრების შეგრძნებასაც დიდხანს ინარჩუნებს. თანაც, ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ ზედმეტ კალორიებზე ფიქრი არ გვიწევს.
გარდა ამისა, გოგრა ბეტა-კაროტინს შეიცავს დიდი რაოდენობით, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის. ეს კი თვალების ჯანმრთელობას, კანის მდგომარეობასა და იმუნურ სისტემასაც ეხმარება.
ფოტო: Freepik
დაბოლოს, თუკი შენთვისაც გემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გოგრა ამ ამბავშიც სუპერპროდუქტია. ბევრნაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ — წვნიანში, გარნირად, სალათებში და დესერტადაც კი. აეროგრილში სრულიად უცხიმოდ გამომცხვარიც კი ისეთი გემრიელია, შეიძლება თავი უხერხულადაც გაგრძნობინოს, ყოველგვარი სინანულის გარეშე რომ ჭამ.
გახსოვდეს — სწორი კვება არა აკრძალვები და ტანჯვა, არამედ ისეთი პროდუქტების პოვნაა, რომლებიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება და არც გემოს რეცეპტორებს გვიტოვებს უკმაყოფილოდ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები