თეგეტა ბიზნესისთვის — კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფოტო: თეგეტა
ავტოპარკის მართვის თანამედროვე მოდელი და ბიზნესისთვის ოპტიმალური, 360-გრადუსიანი მომსახურება — თეგეტა ჰოლდინგმა სადისტრიბუციო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს სპეციალურ ღონისძიებაზე უმასპინძლა. თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ სტუმრები, როგორც სადისტრიბუციო ბიზნესიდან, ისე საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელებიდან — ისინი, ვინც საკუთარი საქმიანობისათვის სხვადასხვა ტიპის ავტოპარკს იყენებენ.
ღონისძიების მთავარი თემა იყო ფლიტ მენეჯმენტი — მომსახურება, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბიზნესის ეფექტიანობას. თეგეტამ ბიზნესის წარმომადგენლებს სერვისის ის კომპლექსური მოდელი გააცნო, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა საზრუნავი პროფესიონალთა გუნდს გადააბაროს.
ფოტო: თეგეტა
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: “ჩვენი შეთავაზების მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობა და უწყვეტობაა: თეგეტას აქვს რესურსი, სრულად უზრუნველყოს ნებისმიერი ტიპის ავტოპარკის მიწოდება და მისი შემდგომი ოპერაციული მართვა, იქნება ეს მსუბუქი კორპორაციული ავტომობილები, მცირე სადისტრიბუციო მანქანები, კომერციული თუ მძიმე სატვირთო ტექნიკა. ბიზნესს ვთავაზობთ სრულ ეკოსისტემას, სადაც ყველა პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას — ავტომობილის შერჩევიდან დაწყებული, მისი უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერითა და დაზღვევით დასრულებული.
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ავტოპარკის ხარჯები საოპერაციო დანახარჯების 35%-მდეც კი აღწევს. ჩვენი მიზანი კი ამ პროცესის მაქსიმალური ოპტიმიზაციაა. ყველა პროცესი გამჭვირვალე და პროგნოზირებადია. შედეგად, ბიზნესი იღებს არა მხოლოდ სერვისს, არამედ მზა გადაწყვეტილებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო, ფინანსები და მთელი რესურსი თავიანთი ძირითადი საქმიანობისკენ მიმართონ“.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიება თეგეტა ლიზინგთან და თიბისი ლიზინგთან პარტნიორობით შედგა. სერვისცენტრში შეკრებილებს სალიზინგო პროდუქტებიც გააცნეს.
პრეზენტაციების შემდეგ კი სტუმრებმა გეზის ფილიალის იმ სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც სადისტრიბუციო და სასაწყობე ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის იყო Farizon-ის ელექტრიფიცირებული კომერციული ტექნიკა. ჩინური ბრენდი თეგეტას პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა და პირველია საქართველოში, რომელიც ბიზნესს სპეციალიზებულ ელექტრომობილებს სთავაზობს, როგორც პიკაპებსა და ფურგონებს, ისე სატვირთოებს, რომლებშიც ქარხნულად ინტეგრირებული სამაცივრე სისტემებია დამონტაჟებული.
ექსპოზიციისთვის გამოყოფილ ნაწილში ასევე განთავსებული იყო სასაწყობე მეურნეობისათვის საჭირო სრული აღჭურვილობა და თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ავტომწარმოებლების ტექნიკის ფართო არჩევანი, მათ შორის MAN, HINO, Mitsubishi Fuso და FAW-ის სატვირთოები. ღონისძიების მონაწილეებს ტესტდრაივის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: “ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ტექნიკას, ჩვენ უზრუნველვყოფთ მობილობას. სწორედ ამ პრინციპით პოზიციონირებს თეგეტა და მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, რაც უპირველესად ბიზნესის უწყვეტობას გულისხმობს. MAN-ის ოფიციალური სერვისცენტრი, სადაც სტუმრები მოვიწვიეთ, ვქმნით გარანტიას, რომ მათთვის საჭირო ტექნიკა ყოველთვის გამართული იქნება, ხოლო გეგმური ან არაგეგმური სერვისის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მას ჩავანაცვლებთ, რათა საქმიანობა კომპანიებმა შეუფერხებლად წარმართონ.
გარდა ამისა, პარტნიორებს ვთავაზობთ PPK მოდელს, რაც საბურავების ხარჯის განვლილ კილომეტრზე დაანგარიშებას გულისხმობს. ეს კი საშუალებას აძლევს ბიზნესს, გამოიყენოს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, მიიღოს მეტი ეფექტიანობა და, ამავდროულად, ზუსტად მართოს საოპერაციო ბიუჯეტი. ჩვენ ვითვლით ფლობის ჯამურ ღირებულებას და ბიზნესს მომსახურების ისეთ მოდელს ვაწვდით, რა დროსაც მომხმარებელი ფიქსირებულ ყოველთვიურ საფასურს იხდის, ხოლო ტექნიკის სრულ გამართულობაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“.
ავტოპარკის მართვის პროცესს თეგეტა თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითაც აძლიერებს. ტელემატიკ სისტემის (GeoGPS) მეშვეობით, კომპანია ეფექტიანად აკონტროლების ავტოფლოტის გადაადგილებასა და საწვავის რესურსს, რაც მართვის პროცესს გამჭვირვალეს ხდის. სერვისების სრულ მენეჯმენტთან ერთად, თეგეტა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორები მძღოლებით მომსახურებითაც უზრუნველყოს.
ფოტო: თეგეტა
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ფლიტ მენეჯმენტი ქართული ბიზნესის საოპერაციო კულტურაში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე აპრობირებული და კარგად გამოცდილი საერთაშორისო მოდელის დანერგვა თეგეტას პრიორიტეტია. ამჟამად ჰოლდინგის ამ კომპლექსური სერვისით უკვე 54 კორპორაციული მომხმარებელი სარგებლობს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვ. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები