ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, თუ როგორ წარიმართება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესი. მან ასევე მიანიშნა, რომ სინოდსმართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს და, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული მღვდელმთავრები პატრიარქობის კანდიდატები ვერ გახდებიან.
მისვე თქმით, წმინდა სინოდი დღევანდელ სხდომაზე სამ კანდიდატს დაასახელებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით, გაფართოებული კრება მიიღებს.
ჯაღმაიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოებული კრების ჩატარების ბოლო ვადა 17 მაისია. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე, მათ შორის ასაკობრივ ზღვარსა და ეროვნულობაზე.
"ჯერ არ ვიცით თარიღი, როდის ჩაინიშნება გაფართოებული სხდომა, თუმცა 17 მაისამდე უნდა მოხდეს. არ არის აუცილებელი, დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა, მერეც შეიძლება. კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, ბერი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, ასაკით — არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა. მე ვარ მათემატიკოსი და სიტყვა არაუმეტეს 70 ნიშნავს, რომ 70 ნებისმიერი დროის დამატებით უკვე აღარ არის 70-მდე, არაუმეტეს 70-ისა. ანუ 70 პლიუს რაღაც დღეები და თვეები უკვე უმეტეს 70 არის. როგორც მათემატიკოსისთვის, ჩემთვის ეს არის ცხადი. ვნახოთ, სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა-გამგეობის დებულებით.
ყველა საკითხი შეიძლება დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ, მაგალითად, რას ნიშნავს ქართველი? მე მყავდა მეგობარი იეზიდი და შინაგანად იყო ძალიან კარგი ქართველი. ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ შეიძლება, ყველაფერი ეჭვქვეშ დავაყენოთ. არსებობს ასეთი მცნება, ფარული ბერები, რაც ნიშნავს, რომ აღკვეცილი არ არის, მაგრამ ბერულად ცხოვრობს. მაშინ ყველაფერი შეიძლება დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული", — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ("პირველი არხი").
აღნიშნულ ასაკობრივ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 28 აპრილს, სინოდის სხდომა მიმდინარეობს. მღვდელმთავრებმა იმ სამი კანდიდატი უნდა დაასახელონ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გახდება.
დღევანდელ სხდომაზე სინოდის წევრებმა ასევე უნდა იმსჯელონ შესაძლო პროცედურულ ცვლილებებზე, მათ შორის ასაკობრივ შეზღუდვებზე.
შეგახსენებთ, რომ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ახალი წინამძღოლის არჩევა შეზღუდულ ვადებში, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვეში უნდა განხორციელდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები