გიგა ფარულავა: მამუკა მდინარაძე ერთ ოთახში გამოკეტეს, ასე იქცა სუს-ი ზოგისთვის ქონების, ზოგისთვის კი წოდებების დაგროვების ადგილად
"რამდენი სამადლობელი ბრიფინგიც არ უნდა გამართოთ, ფაქტია რომ მხოლოდ ერთი კაცის პირად ახირებას ემსახურებით და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ერთგულად შეასრულებთ "შავ საქმეებს"/ დავალებულ საქმეებს, ფინალი ყველასთვის მაინც ერთნაირი იქნება," — ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა.
"მოგესალმებით მინდა გამოვეხმაურო სუსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, როცა რეგიონში უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარებაა და ჰიბრიდული ომის საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება, ქვეყნის მთავარი სპეცსამსახური ნაცვლად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს ებრძოდეს, ივანიშვილის პირადი ინტერესების მსახური ხდება.
რამდენი სამადლობელი ბრიფინგიც არ უნდა გამართოთ, ფაქტია რომ მხოლოდ ერთი კაცის პირად ახირებას ემსახურებით და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ერთგულად შეასრულებთ "შავ საქმეებს"/ დავალებულ საქმეებს, ფინალი ყველასთვის მაინც ერთნაირი იქნება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ სტრატეგიული უწყების ხელმძღვანელი სამჯერ შეიცვალა. თქვენც კარგად იცით, არცერთი მათგანი არც პირადი სურვილით წასულა და არც პრემიერმინისტრის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით. მათი წასვლა-მოსვლა პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის პირად სურვილებთან. მან სუს-ი არა სახელმწიფო უსაფრთხოების არამედ პირადი უსაფრთხოების სამსახურის დანამატად მიიჩნია.
ერთი ყოფილი ხელმძღვანელი თავად დააკავეთ თურქი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებისა და ე.წ. "ქოლცენტრების" მფარველობის ბრალდებით. ადამიანი, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა და კორუფციასთან ებრძოლა, თავად აღმოჩნდა კორუფციული სქემების ცენტრში.
არადა კარგად გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში როგორ თავგამოდებით იცავდით მას, როცა ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვდით. ახლა როგორ შეაფასებთ თქვენს მაშინდელ პოზიციას? ვინ ყოფილა მატყუარა? რამდენს გაქვთ მასთან წილი მიტანილი და საქმე ჩაწყობილი?
სუს-ის შემდეგი საგმირო საქმე, ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო უცხო ქვეყანიდან ადამიანის ჩარტერული რეისით გატაცებაა. სუსის მეორე ხელმძღვანელი ოხანაშვილი, რომელმაც ეს "ოპერაცია" შეასრულა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მცირე ხანში სახლში გაუშვეს.
და ბოლოს, მორიგი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, რომელსაც 7 თვეში რიგითობიდან გენერლის წოდება მიანიჭეთ, რომლის ეფექტურობაზეც არაერთი საქებარი სიტყვები მოგვისმენია, დღეს კოორდინაციის ფუნქციით ერთ ოთახში გამოკეტეს.
ასე იქცა სუს-ი ზოგისთვის ქონების, ზოგისთვის კი წოდებების დაგროვების ადგილად.
რამდენიმე დღის წინ, სუს-ის რიგითი თანამშრომელი დაიჭირეთ ინფორმაციის გატანის ბრალდებით, ამ ფაქტამდე 1 დღით ადრე კი, მამუკა მდინარაძე იმედის პირდაპირ ეთერში სიამაყით ყვებოდა, თუ როგორ წარმატებით დაგეგმეთ და მართეთ 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაცია და როგორი წარჩინებით იმუშავეს თქვენმა ჩანერგილმა აგენტებმა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს თუ დანარჩენ ოპოზიციას, რომ 4 ოქტომრის დამხობის პროვოკაცია ოცნების და სუსის ოფისში იყო დაგეგმილი, ზოგმა ნებით ზოგმა კი უნებლიეთ ამ სცენარში მონაწილეობა მაინც მიიღო და მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა.
მოგწონთ ეს სურათი? სად არის აქ სახელმწიფო ინტერესები? სად არის აქ სუს-ის, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის პრესტიჟი?
დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ორი მოწმე გვყავს:
მამუკა მდინარაძე, რომელმაც სიამაყით აღიარა თუ როგორ დაიგეგმა 4 ოქტომბერი და ირაკლი კობახიძე, რომელმაც თავის დროზე აღიარა, რომ ოპოზიციაში უამრავი აგენტი ჰყავს ანიტების სახით.
დასასრულს, მსურს პატივისცემითა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია კეთილსინდისიერად ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. თუ დღეს საერთოდ შეგვიძლია ვისაუბროთ სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და სტაბილურობაზე, სწორედ ღირსეული პროფესიონალების, მსახურების შედეგია.
თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ აქვთ ის ფუფუნება, რომ სულ რაღაც 7 თვეში რიგითობიდან გენერლობამდე "დაწინაურდნენ". მათთვის წოდება წლობით გაწეული შრომით მოიპოვება და არა პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ.
სუს-ი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს უსაფრთხოებას და არა ერთი პირის პირად ინტერესებს," — კომენტარს პარტია გახარია საქართველოსთვის ავრცელებს.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები