სახელმწიფო გადატრიალება ერთ დღეში აღკვეთა — ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძეზე
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ უწყების ხელმძღვანელობის პერიოდში მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული.
ტაბატაძემ ყურადღება გაამახვილა ნაბიჯებზე, რომლებიც, მისი თქმით, მდინარაძემ რვა თვეში გადადგა. როგორც ის აღნიშნავს, ამ პერიოდში გაიზარდა ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა, განხორციელდა არაერთი სპეცოპერაცია და გაიხსნა სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულები.
"რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში — არასრული ჩამონათვალი: სუს-ში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30-ჯერ გაზრდა; სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება; პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში — ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით (მობილური აპლიკაციების დეტალური ანგარიშით) დანაშაულის გახსნა; კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების; ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად ჯაშუშების (მათ შორის, რუსეთის ჯაშუშების) დაკავება; გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემების გაშიფვრა; BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით; სუს-ის ბიუჯეტის გაორმაგება, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, სპეციალური საშუალებების და ავტოპარკის სრული განახლება; სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 35%-მდე ზრდა; სუს-ის დამსახურებული, მრავალშვილიანი და უბინაო 70 თანამშრომლისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების გადაცემა; სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნა; ხუთასზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება; რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების (მათ შორის, აშშ-ს) პირველ პირებთან შეხვედრა და ურთიერთობის დალაგება; ცრუ შეტყობინებების, ასაფეთქებელი და რადიაქტიული ნივთიერებების ქვეყანაში შემოტანის და მსგავსი კატეგორიის ათობით დანაშაულის გახსნა; პირველად საქართველოს დაზვერვის ისტორიაში – დაზვერვის სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით; ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი პირების დაკავება; ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 45 უკანონო პატიმრის გათავისუფლება; გენერლობა.
"ნაცები" გუშინდელ დღემდე აქედან მხოლოდ გენერლობას იმჩნევდნენ, გუშინ კი უმეცრების რეკორდი მოხსნეს უწყებისა და ახალი, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობრივი სტატუსის ვერგარჩევით… მოკლედ, არ გამოვა ძირითადი და ფაქტობრივი თემებიდან ყურადღების გადატანა! მთავარი წარმატებები წინაა!", – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები 21 აპრილს განხორციელდა. ამის შესახებ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შს მინისტრმა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა. თავის მხრივ — სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნება და ვიცეპრემიერობასაც შეითავსებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები