ლიზა თაყაიშვილი — ქართველი რაპირისტი, რომელიც მსოფლიო ელიტისკენ სწრაფად მიიწევს
ფოტო: ლიზა თაყაიშვილი
ქართველ სპორტსმენებს შორის სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ახალი თაობის წარმომადგენლები, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელს ღირსეულად წარმოაჩენენ. ისინი უკვე სისტემატიურად ამტკიცებენ, რომ წარმატება მხოლოდ გამოცდილებასთან არ არის დაკავშირებული — ის მიზანდასახულობას, შრომასა და სწორ შესაძლებლობებსაც მოითხოვს. სწორედ ასეთი მაგალითია ლიზა თაყაიშვილი — ახალგაზრდა ქართველი რაპირით მოფარიკავე, რომელიც დღეს საერთაშორისო რაპირით ფარიკაობის რუკაზე მკაფიოდ იკვეთება და მსოფლიო ელიტისკენ დამაჯერებლად მიიწევს.
ლიზა თაყაიშვილი ქალთა რაპირის მიმართულებით ასპარეზობს და უკვე არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია, მრავალგზის ჩემპიონი საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში.
2025-2026 წლის ახალგაზრდულ და კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე (რაპირა) ის მოხვდა საუკეთესო 20-ეულში და უკვე ახალ სეზონს მსოფლიოს მე-15 ნომრად დაიწყებს. ასევე, 2025–2026 სეზონში იტალიის ეროვნულ რეიტინგში ტოპ 10-ში შევიდა და მე-8 პოზიციაზე დაიკავა ადგილი. რაპირით ფარიკაობის ამ დისციპლინაში იტალიის განსაკუთრებული სიძლიერის გათვალისწინებით, ლიზას შედეგები მისი ასაკისთვის გამორჩეულ მიღწევად ითვლება.
“იტალიაში ჩამოსვლამდე ჩემი რეიტინგი იყო 219-ე და ორი წლის განმავლობაში შრომით, მუდმივი პროგრესითა და დიდი გამოცდილების დაგროვებით შევძელი დღევანდელი შედეგების მიღწევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ და პირველი ადგილისთვის ბრძოლას ვაგრძელებ.“
2025 წელს სლოვაკეთში გამართულ იუნიორთა მსოფლიო თასზე — Golden Hope Cup ლიზამ 217 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა და გახდა პირველი ქართველი ქალი რაპირისტი, რომელმაც ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს საუკეთესო რვა მონაწილეს შორის შეძლო მოხვედრა.
ფოტო: ლიზა თაყაიშვილი
“ეს შედეგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — არა მხოლოდ როგორც პირადი მიღწევა, არამედ როგორც დასტური იმისა, რომ სწორ გზაზე ვარ.
ჩემი ოჯახი ყოველდღიურად დიდ ძალისხმევას არ იშურებს საიმისოდ, რომ უკეთესი განვითარებისა და წარმატების შესაძლებლობა მომეცეს. მათი მხარდაჭერა ხშირად მოითხოვს მნიშვნელოვან დათმობებსა და დიდ შრომას, რაც ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია. სწორედ ეს თავდადება და ზრუნვა მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი ვიშრომო, განვვითარდე და საბოლოოდ მივაღწიო ჩემს მიზნებს.“ — ამბობს ლიზა თაყაიშვილი.
მისი თქმით, ყოველი ტურნირი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც აძლიერებს, ზრდის და მიზანთან კიდევ უფრო აახლოებს.
ლიზამ ფარიკაობა 10 წლის ასაკში, სკოლაში დაიწყო. სულ ერთ წელიწადში სკოლის ჩემპიონი გახდა და მალევე ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით დაწინაურდა. 2023 წელს ბულგარეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა, სადაც იგი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯუზეპე პიერუჩიმ შენიშნა. იმავე წლის სექტემბერში ლიზა იტალიაში მიიწვიეს, სადაც დღეს ქალაქ ლივორნოში სრულ განაკვეთზე ვარჯიშობს და პარალელურად საერთაშორისო ტურნირებზე კვლავ საქართველოს სახელით ასპარეზობს.
ფოტო: ლიზა თაყაიშვილი მწვრთნელთან ერთად
“ეს იყო მომენტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, იტალიაში გადასვლა დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ასევე უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა.“ — იხსენებს ლიზა.
დღეს ლიზა ქალაქ ლივორნოში სრულ განაკვეთზე ვარჯიშობს და საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ საქართველოს სახელით გამოდის. შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მომავალზე — მათ შორის, განათლების გაგრძელების პერსპექტივაზე წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში. ლიზას მთავარი მიზანი კი მარტივი და მკაფიოა: "მინდა გავხდე მსოფლიოს ნომერ პირველი რაპირით მოფარიკავე. ვიცი, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ ყოველდღე ამ მიზნისთვის ვმუშაობ“.
ფოტო: ლიზა თაყაიშვილი
ამჟამად, ლიზა თაყაიშვილი არა მხოლოდ პერსპექტიული სპორტსმენია, არამედ იმ ახალი მიმართულების წარმომადგენელი, რომელიც ქართულ სპორტს საერთაშორისო წარმატებებს მოუტანს. მისი ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნიჭი, შრომა და მხარდაჭერა ერთად ქმნის გამარჯვებას. ლიზა მხოლოდ მედლებისთვის არ იბრძვის — ის საქართველოს ქალთა რაპირით ფარიკაობის ახალ ისტორიას წერს.
ფოტო: ლიზა თაყაიშვილი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები