მკვლევრებმა იპოვეს მარტივი გზა, რომელიც თქვენს კატას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს
ფოტო: Sun
ყველასთვის ცნობილია, რომ კატები ადგილობრივ ცხოველებსა და ფრინველებს დიდ საფრთხეს უქმნიან. ავსტრალიაში მცხოვრები 5.3 მილიონი შინაური კატა ყოველწლიურად ჯამში 546 მილიონ ცხოველს კლავს. თუმცა, ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ შინაური კატის გარეთ გაშვება თავად კატებსაც დიდ საფრთხეს უქმნის — მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამცირებს.
ავსტრალიელი კატის პატრონების დაახლოებით 2/3-ს დაღუპვია კატა გარეთ ხეტიალისას. ყველაზე გავრცელებულ რისკ-ფაქტორებს შორის არის: საგზაო შემთხვევები, ჩხუბი და სიმაღლიდან გადმოვარდნა.
ფოტო: Independent
უახლესი კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ კატის სახლში გაჩერება მხოლოდ ველური ბუნების გადარჩენას კი არ ემსახურება, არამედ, პირველ რიგში, თავად თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვისაა გაცილებით უსაფრთხო.
კატის დაკარგვა ტრაგედიაა, თუმცა დაკარგვის გარდა სხვა რისკებიც არსებობს. ხშირად შინაურ ცხოველებს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ, მათ პატრონებს კი უზარმაზარი ვეტერინარული ხარჯების გაღება უწევთ. კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ ავსტრალიისთვის არ არის დამახასიათებელი და ასახავს გლობალურ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქუჩაში მოხეტიალე შინაური კატები დგანან.
რა რისკებზეა საუბარი?
საყელოებზე დამონტაჟებული კამერები გვაძლევს საშუალებას, სამყაროს კატების თვალით შევხედოთ და დავინახოთ ის საფრთხეები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან:
აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 55 თავისუფლად მოხეტიალე კატას დააკვირდა, აჩვენა, რომ მათი 25% მოწამვლის რისკის ქვეშ დადგა სახლის გარეთ უცხო ნივთიერებების ჭამისა თუ დალევის გამო. თითქმის ნახევარმა (45%) გადაკვეთა სამანქანო გზა, 25% დაუპირისპირდა სხვა კატებს, ხოლო 20% ძვრებოდა სახლების ქვეშ ან სანიაღვრე არხებში.
ფოტო: Route Fifty
ეს მხოლოდ ამერიკელი კატების თავგადასავლები არაა. ახალ ზელანდიაში 37 კატაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ 59%-მა დალია, ხოლო 40%-მა ჭამა სახლის გარეთ, 32%-მა გადაკვეთა სამანქანო გზები, ხოლო 21% სახურავებზე ასვლისას ვარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
არც ავსტრალიელი კატები არიან გამონაკლისები. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დაკვირვების ქვეშ მყოფი 428 კატა დღეში საშუალოდ 4.8-ჯერ კვეთდა სამანქანო გზას.
რა არის შედეგი?
თუ სიმპსონების მოყვარული ხართ, ალბათ გემახსოვრებათ მათი ოჯახის კატების ბედი: სნოუბოლ I და სნოუბოლ II გზაზე დაიღუპნენ, სნოუბოლ III დაიხრჩო, კოლტრეინი (იგივე სნოუბოლ IV) ვარდნის შედეგად დაიღუპა და მხოლოდ სნოუბოლ V-ა ჯერ კიდევ ცოცხალი. რეალობა, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს ამ სცენარს.
გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საგზაო შემთხვევები 1-დან 8 წლამდე ასაკის კატების სიკვდილის მთავარი მიზეზია.
ეს მონაცემები ემთხვევა ევროპულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კატების 18–24%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც ეჯახება ავტომობილი. ამ შემთხვევების დაახლოებით 70% ფატალურად სრულდება, მსხვერპლნი კი ხშირად 5 წელზე უმცროსი ასაკის კატები, ძირითადად კი მამრები არიან.
ფოტო: AP
ამ საფრთხეებისგან კატებს სტატუსიც კი ვერ იცავს. ამის ნათელი მაგალითია ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის კატა, პედლსი, რომელიც ქვეყნის პირველ კატად იყო წოდებული. პედლსი 2017 წელს ავტომობილის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
თუმცა, საფრთხე მხოლოდ საგზაო შემთხვევებით არ შემოიფარგლება. ქუჩაში მოხეტიალე შინაური კატები ხშირად ხდებიან ისეთი სერიოზული ინფექციური დაავადებების მსხვერპლნი, როგორიცაა კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი (FIV). გარდა ამისა, ისინი ფიზიკურად უპირისპირდებიან სხვა ცხოველებს, რის შედეგადაც აბსცესები უჩნდებათ. ეს გართულებები ხშირად სასიკვდილოა ან ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ რთულია ადამიანის მხრიდან მიზანმიმართული სისასტიკის ზუსტი მასშტაბების დადგენა, არსებობს მოსეირნე კატების განზრახ მოწამვლისა თუ დაზიანების არაერთი ფაქტი. ბევრი მათგანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე იღუპება.
დასავლეთ ავსტრალიაში 8 თვის განმავლობაში 55 კატაზე დაკვირვებისას გამოვლინდა, რომ ორ მათგანს მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა, ერთმა საგზაო შემთხვევის შედეგად წინა თათი დაკარგა, ერთმა ვარდნისას ორი ეშვი მოიტეხა, ხოლო ორს ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებების გამო ვეტერინარული დახმარება დასჭირდა.
ფოტო: Sun
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, იმ შინაური კატების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც გარეთ გადიან, საშუალოდ 2-3 წლით ნაკლებია იმ კატებთან შედარებით, რომლებიც მუდმივად სახლში არიან.
როგორ შეიძლება ამ რისკების შემცირება?
თქვენი კატის დასაცავად ყველაზე მარტივი გზა მისი სახლში ყოფნაა. არსებობს უამრავი რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ კატას შესთავაზოთ ჯანმრთელი და მხიარული ცხოვრება შეზღუდულ გარემოში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების დაცვა სულაც არ ნიშნავს კატის მუდმივად ოთხ კედელში გამოკეტვას. შესაძლებელია ეზოების სპეციალური დამცავი ბარიერებით აღჭურვა, რაც ცხოველს გაპარვის საშუალებას არ მისცემს.
კატების გაწვრთნა შესაძლებელია ისეც, რომ საყელოთი ან საბლით სეირნობას მიაჩვიოთ, რომ გარეთ გასვლისას თქვენც მის გვერდით იყოთ და საფრთხე აარიდოთ. ნორვეგიაში ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გარემოზე კონტროლირებადი წვდომა მნიშველოვანია კატის კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ფოტო: Getty
სახლში ყოფნისას კატებს გართობა სჭირდებათ. მათ სიამოვნებთ ფანჯრიდან ხედების ყურება, სათამაშოები, სიმაღლეზე ასაძრომი და მოსასვენებელი სივრცეები და თამაშის შესაძლებლობა. რადგან ბუნებით მარტოხელა ცხოველები არიან, კატებისთვის დასამალი ადგილებიც მნიშვნელოვანია.
ავსტრალიელებს ძალიან უყვართ თავიანთი კატები. თუ 2019 წელს ავსტრალიური ოჯახების დაახლოებით მეოთხედს ჰყავდა კატა, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი მესამედამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც კატებს მხოლოდ სახლში ზრდიან, 36%-დან 48% გახდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები