ინდოელი მილიარდერის შვილი ესკობარის ბეჰემოთებს გადარჩენას სთავაზობს
ფოტო: Getty Images
ინდოელი მილიარდერის ვაჟმა კოლუმბიას დახმარება შესთავაზა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელსაც ქვეყანა წლებია ებრძვის — საუბარია ბეჰემოთებზე, რომლებიც ცნობილ ნარკობარონ პაბლო ესკობარს უკავშირდება.
ფოტო: Sky News
ესკობარმა კოლუმბიაში უკანონოდ შეიყვანა ეგზოტიკური ცხოველები, მათ შორის ბეჰემოთები, რომლებსაც მოგვიანებით "კოკაინის ბეჰემოთები" შეარქვეს. მათი რაოდენობა მალ-მალე იზრდებოდა, კოლუმბიამ კი ამის გაკონტროლება სხვადასხვა მეთოდით სცადა — მათ შორის კასტრაციით — თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ, ხელისუფლებამ 80-მდე ცხოველის ამოწყვეტა გადაწყვიტა.
ანანტ ამბანი, აზიაში მცხოვრები უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ვაჟი, აცხადებს, რომ მზადაა, იზრუნოს ამ ცხოველებზე და თავის კერძო ზოოპარკში გადაიყვანოს, რომელიც ინდოეთის გუჯარათის შტატში მდებარეობს. კოლუმბიას ამ შეთავაზებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ფოტო: Getty Images
ამბანის ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა კოლუმბიის გარემოს დაცვის მინისტრს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან, ბეჰემოტებზე იზრუნონ.
ესკობარს ბეჰემოთები თავის რანჩოში, ჰასიენდა ნაპოლესში, ჰყავდა გამომწყვდეული. მისი გარდაცვალების შემდეგ, ცხოველებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ და მდინარე მაგდალენას მახლობლად დასახლდნენ.
ფოტო: The Independant
აღსანიშნავია, რომ ამბანის ზოოპარკი 3.500 ჰექტარზეა გადაჭიმული და 2000-მდე ცხოველი ცხოვრობს, მათ შორის სპილოები, ვეფხვები და ა.შ.
თუმცა, კერძო ზოოპარკმა ველური ბუნების დამცველებისა და გარემოსდამცველების კრიტიკა მაინც დაიმსახურა. ამის ერთ-ერთ მიზეზი ისაა, რომ ინდოეთის ცხელი და მშრალი კლიმატი ზოგიერთი ცხოველისთვის შეუსაბამოა.
ფოტო: Reuters
შეგახსენებთ, რომ პაბლო ესკობარი მედელინის კარტელის მეთაური იყო. ესკობარს "კოკაინის მეფესაც" ეძახდნენ, რადგან მან მაიამისა და აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდით, სავარაუდოდ, $30 მილიარდზე მეტი ქონება დააგროვა.
ფოტო: CNN
ესკობარის ტერორის ეპოქა ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა და მოიცავდა გატაცებებს, მკვლელობებს, ქრთამს, აფეთქებებსა და სისხლიან დაპირისპირებებს სხვა ნარკობარონებთან. ამ ყველაფერთან ერთად, მან მცირე ხნით არჩეული პოლიტიკოსის როლში ყოფნაც მოასწრო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები