"თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი" — ქეთევან ბაკარაძე მიხეილ სარჯველაძეს
პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს. ის პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა დაიბარეს და დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეს.
სარჯველაძის გამოსვლამდე პარლამენტის ტრიბუნიდან პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ ისაუბრა და მინისტრს "ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი" უწოდა.
"2025 წელს საქართველოში დაახლოებით 38 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 44 ათას ადამიანს მიაღწია. გესმით, რომ ეს დემოგრაფიული კატასტროფაა?
იცით, რამდენია რიცხვი იმ ოჯახების, რომლებსაც სამშობლოს დატოვება მოუწიათ, რადგან ოჯახის წევრი ონკოპაციენტი ჰყავს?
რადგან, საკუთარ ქვეყანაში სამკურნალოდ ფული არ აქვს?
იგივე რეალობის წინაშე დგანან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ის მოქალაქეები, რომლებიც არცერთ მიზნობრივ პროგრამაში არ ხვდებიან და არც კერძო დაზღვევის ფუფუნება აქვთ. დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ავად გახდომა განაჩენია, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ, ხშირ შემთხვევაში ექიმი ან ადგილზე არ ჰყავთ, ან იმდენად ძვირია სამედიცინო მომსახურების ტარიფი, რომ ვიზიტისგან თავს იკავებენ. ამ დროს კი, სამწუხაროდ სახელმწიფო არ დგას ხალხის გვერდში.
ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მოწყალების სააგენტო.
ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ სოციალურ გარანტიებზე. არც ამ სამინისტროს ბიუჯეტი არ არის თქვენი პირადი ქონებრივი საკუთრება, ეს საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც მათსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველაზე მთავარი — ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა! თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი," — განაცხადა ბაკარაძემ.
სარჯველაძემ ინტერპელაციის წესით გამოსვლამდე ბაკარაძეს ტრიბუნიდან უპასუხა და მისი გამოსვლა "უსინდისობად" და "უტიფრობად" შეაფასა.
"ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა "უსინდისოსაც" სიტყვა "პოლიტიკურის" დაყოლებაც აღარ უნდა, ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმი. დილეტანტიზმი და ამავდროულად ამორალობაც," — განაცხადა სარჯველაძემ.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები