მერილ სტრიპმა მირანდას როლზე თავიდან უარი თქვა და ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა
ფოტო: Vogue
წარმოგიდგენიათ ისეთი ალტერნატიული რეალობა, რომელშიც მირანდა პრისლის როლს სხვა ადამიანი თამაშობს? — ჩვენ ვერა.
როგორც აღმოჩნდა, ამ საკულტო პერსონაჟის როლი კინაღამ სხვა მსახიობმა მოირგო. Today-სთან ინტერვიუში მერილ სტრიპმა განაცხადა, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ყოყმანობდა.
ფოტო: Getty Images
"თავიდანვე ვიცოდი, რომ წარმატებული იქნებოდა. სცენარი წავიკითხე და შესანიშნავი იყო. როცა დამირეკეს და როლი შემომთავაზეს, უარი ვუთხარი", — თქვა სტრიპმა.
მსახიობის თქმით, ფილმის პოპულარობაში დარწმუნებული იყო, ამიტომ სურდა, შესაბამისი ანაზღაურებაც მიეღო. "მაინტერესებდა, ჩემს მოთხოვნას თუ გავაორმაგებდი, რას იზამდნენ, რაზეც მაშინვე დამთანხმდნენ", — განაცხადა სტრიპმა.
ფოტო: ELLE
მსახიობმა ისიც დასძინა, რომ თუ თანხის გაორმაგებაზე უარს ეტყოდნენ, ამისთვისაც მზად იყო. ეშმაკს აცვია პრადას გადაღებამდე მერილ სტრიპი 56 წლის იყო და კარიერის დასასრულებლად ემზადებოდა. მიუხედავად ამისა, მირანდას როლის შესრულების შემდეგ, მსახიობისთვის მომდევნო რამდენიმე წელი პროდუქტიული გამოდგა.
როგორც ჩანს, ეს მსახიობისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. მართალია, ეშმაკს აცვია პრადამდე სტრიპი პენსიაზე გასასვლელად მზად იყო, თუმცა მირანდას როლის შესრულების შემდეგ, მსახიობისთვის მომდევნო რამდენიმე წელი პროდუქტიული გამოდგა.
ოქტავია სპენსერი და მერილ სტრიპი ოსკარის 84-ე დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ გამართულ Governors Ball-ზე, 2012 წლის თებერვალში.
ფოტო: AP
მსახიობმა 2012 წელს მისი რიგით მესამე ოსკარი მოიპოვა ფილმისთვის The Iron Lady. აღსანიშნავია, რომ სტრიპი ოსკარზე მირანდა პრესლის როლისთვისაც კი იყო ნომინირებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2006 წელს გამოსული ფილმის მეორე ნაწილს ორიგინალი სამსახიობო შემადგენლობის მონაწილეობით დისნეი იღებს. მოდის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისლის, როლს მერილ სტრიპი შეასრულებს. მისი ასისტენტების, ანდრეასა და ემილის, როლებში კი კვლავ ენ ჰეთეუეისა და ემილი ბლანტს ვიხილავთ.
ფოტო: 20th Century Studios
ეშმაკს აცვია პრადას მეორე ნაწილში მთავარი პერსონაჟების როლების შემსრულებლების გარდა, სტენლი ტუჩის, პატრიკ ბრემალს, ლუსი ლიუს, ლედი გაგას, პოლინ შალამესა და სიმონ აშლის ვიხილავთ. ახალ ფილმში არ დაბრუნდება ადრიან გრენიე, რომელიც პირველ ნაწილში ანდრეას შეყვარებულის როლს თამაშობდა.
ეშმაკს აცვია პრადა 2-ის პრემიერის თარიღი 2026 წლის 1-ელი მაისია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები