ჟან კაველიე: საქართველო ბოლო წლებში პრესის თავისუფლების ინდექსში 75 ადგილით ჩამოქვეითდა
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი ჟან კაველიე "ნეტგაზეთთან" საუბრისას ამბობს, რომ 2019 წლის შემდეგ საქართველომ პრესის თავისუფლების რეიტინგში 75 ადგილით ჩამოქვეითდა, მხოლოდ მიმდინარე წელს 21 ადგილით, ხოლო მისი საერთო ქულა თითქმის 10 პუნქტით შემცირდა. "ინდექსის ხუთივე ინდიკატორი გაუარესებულია, თუმცა ყველაზე დრამატული ვარდნა უსაფრთხოების კუთხით ფიქსირდება", — ამბობს ჟან კაველიე და დასძენს, რომ ქვეყანაში "პრესის თავისუფლების გარემო სისტემურად გაუარესდა".
"ეს კანონები ["უცხოური აგენტების", მედიის დაფინანსების, აუდიოვიზუალური რეგულირებისა და ონლაინ მედიის შესახებ] სულ უფრო ხშირად გამოიყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი დევნის, უსამართლო სასამართლო პროცესებისა და ადმინისტრაციული შევიწროების გზით. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ უფრო ფართო ავტორიტარულ გადახრას: ჟურნალისტებს უარს ეუბნებიან საზღვარზე შემოსვლაზე, ეზღუდებათ წვდომა სასამართლოებსა და საჯარო ღონისძიებებზე, ხდება ხელის შეშლა პროფესიულ საქმიანობაში და იზრდება თვალთვალი. ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ემბლემური სასამართლო პროცესი თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ ხდება სამართლებრივი ზეწოლის იარაღად გამოყენება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის ერთი კონკრეტული პრობლემა — ეს არის პრესის თავისუფლების გარემოს სისტემური გაუარესება" — განაცხადა ჟან კაველიემ.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ანგარიშში ასევე საუბარია "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე. კაველიეს შეფასებით, ამ ფაქტს რეალური გავლენა ჰქონდა საქართველოს შედეგების გაუარესებაზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების ინდიკატორზე და შედარებით ნაკლებად — სამართლებრივ ქულაზე.
"ეს ის ორი სფეროა, სადაც ყველაზე დიდი კლება გვაქვს. ამის მიუხედავად, საქართველოს ვარდნა მხოლოდ ერთი შემთხვევით ვერ აიხსნება. მის გარეშეც ქულები მნიშვნელოვნად დაეცემოდა, რადგან ჟურნალისტებისთვის საერთო გარემო ყველა მიმართულებით უარესდება. ამაღლობელის საქმე ამ ტენდენციას ასახევს. იგი გახდა იმის სიმბოლო, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ და სასამართლო ინსტრუმენტებს ჟურნალისტების დასაშინებლად და გასაჩუმებლად. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავება არ არის ერთადერთი მიზეზი, ის არის ამჟამინდელი უკუსვლის ძლიერი სიმბოლო და დამაჩქარებელია. შესაბამისად, მისი გათავისუფლება იქნებოდა ძლიერი პოზიტიური სიგნალი, თუმცა, თავისთავად, ეს არ იქნება საკმარისი ტენდენციის შესაცვლელად", — აცხადებს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.
ჟან კაველიეს აზრით, არსებობს რამდენიმე გადაუდებელი და კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას სიტუაციის გასაუმჯობესებლად: გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და შეწყდეს ჟურნალისტების დევნა "საეჭვო ბრალდებებით"; გაუქმდეს რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი; აღდგეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და შეწყდეს გავლენა სასამართლოზე, კომუნიკაციების კომისიასა (ComCom) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე; შეწყდეს მტრული რიტორიკა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რაც ძალადობის ლეგიტიმაციას ახდენს;
"როდესაც მაღალჩინოსნები საჯაროდ ესხმიან თავს მედიას, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში ვნახეთ, ეს ამძაფრებს შიშის კლიმატს, ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას და აძლიერებს დაუსჯელობის განცდას სამართალდამცავებში თუ ქუჩაში. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის დემონსტრაციების დროს, სადაც ძალადობა მასშტაბური იყო. საქართველომ ასევე უნდა შეწყვიტოს უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე თვითნებური უარის თქმა. გარდა იმისა, რომ ეს აზიანებს პრესის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს, ეს პრაქტიკა ლახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და არღვევს მის ღიაობის ტრადიციას. ეს არის მისაღწევი ნაბიჯების მაგალითები, თუმცა მათ სჭირდებათ მკაფიო პოლიტიკური ნება იმ ღრმა და აჩქარებული უკუსვლის შესაცვლელად, რომელსაც ახლა ვაკვირდებით", — თქვა ჟან კაველიემ ნეტგაზეთთან.
ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" (RSF) რეიტინგში 2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა. 2025 წელს საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში წინა წელთან შედარებით 11 საფეხურით ჩამოქვეითდა და 103-ე ადგილიდან 114-ზე იყო. ამჟამად საქართველო 135-ე ადგილზეა რეიტინგში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები