კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი ქართულ ოცნების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს ამზადებს. საორგანიზაციო ჯგუფის წევრების განცხადებით, სარჩელის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ამას გარდა, დღეს ცნობილი გახდა საორგანიზაციო ჯგუფის მეორე ინიციატივა — ისინი 2 მაისს, 12:00 საათზე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების აქციას გამართავენ.
"ქართულმა ოცნებამ და არაბულმა კომპანიამ გამოაცხადეს, რომ უკვე გაყიდულია 300-ზე მეტი ბინა, ეს კი იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვაც კი არ არის ჯერ გაცემული, ეს ფაქტი პროექტის გასაიდუმლოებასთან ერთად აღრმავებს კორუფციულ ვარაუდებს.
გონიოსა და კრწანისის ტერიტორია ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე პარტიას, ან ერთ კონკრეტულ პიროვნებას. სწორედ ამიტომ 2 მაისს, დღის 12:00 საათზე გეპატიჟებით საერთო გასვლაზე კრწანისის ტყე-პარკში დალაგების აქციისთვის," — განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფმა.
ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ეს სასარჩელო მოთხოვნა მარტივი არ იქნება, იმ პირობებში, რასაც ქართული მართლმსაჯულება დღეს წარმოადგენს.
"ჩვენ ვეცდებით დავასაბუთოთ, რომ საჯარო სიკეთე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული მხარის კომერციული საიდუმლოება და მისი ინტერესი. საკითხი დამუშავების ეტაპზეა, ბუნებრივია ეს არ იქნება მარტივი სასარჩელო მოთხოვნა მით უმეტეს იმ პირობებში, რასაც ქართული მართლმსაჯულება დღეს წარმოადგენს," — თქვა ვიქტორ ყიფიანმა (კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს).
ქართული რესპუბლიკის თანადამფუძნებელმა, გიორგი თავართქილაძემ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით "ვარაუდი კორუფციაზე ლოგიკურია".
"იქიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნების" პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და უამრავი მაღალი თანამდებობის პირი უკვე ამ რეჟიმის პირობებშიც კორუფციაზე ზის ციხეში და იმის გათვალისწინებით, რომ ეს Eagle Hills-ი ცნობილია თავისი სკანდალური პროექტებით, ეს ორივე ერთად კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ვარაუდი კორუფციაზე რა თქმა უნდა არის ლოგიკური და ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ამაში იყოს საქმე, რის გამოც თავისთავად გასაჯაროებული ხელშეკრულება არავითარ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" არ აწყობს," — თქვა გიორგი თავართქილაძემ (კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს).
შეგახსენებთ, 2025 წლის იანვარში მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში $6 მლრდ მოცულობის ინვესტიციას განახორციელებდა. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია "იგლ ჰილსის" დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი ალაბარმა საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას 2025 წლის 22 ოქტომბერს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც "იგლ ჰილსი" თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
"Eagle Hills-ის ნამოქმედარი ნახეთ სერბეთში და თავად გააკეთეთ დასკვნები მათზე" — ინტერვიუ ნიკა შურღაიასთან
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები