გიორგი გახარია: ჟენევის ფორმატის ახალ "ნეიტრალურ" ადგილზე გადატანა უკიდურესად საგანგაშოა და ფორმატის დაშლას ნიშნავს
ფოტო: პარტია საქართველოსთვის
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება ჟენევის ფორმატის ახალ "ნეიტრალურ" ადგილზე გადატანის თაობაზე და თვლის, რომ ეს ფაქტი "უკიდურესად საგანგაშოა და, ფაქტობრივად, ფორმატის დაშლას ნიშნავს".
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება ჟენევის ფორმატის ახალ "ნეიტრალურ" ადგილზე გადატანის თაობაზე მიმდინარე "კონფიდენციალური" მოლაპარაკებების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა. ეს, ფაქტობრივად, ფორმატის დაშლას ნიშნავს და მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას: არის თუ არა ქართული ოცნების მთავრობა ამ საიდუმლო მოლაპარაკებების მონაწილე? როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?
თვეებია ქართული ოცნება მალავს კრიტიკულ ინფორმაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შესახებ, მაშინ, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები და მათი მარიონეტები კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმედებს ჩორჩანასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
ეს სახიფათო ტენდენცია დაიწყო ივანიშვილის ბოდიშით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რასაც მოჰყვა გამოძიება ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც 2019 წელს განვათავსეთ პოლიციის საგუშაგო, უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად და საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ეს "გამოძიება" სრულებით იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებებს, რაც ადასტურებს ოცნების თანამშრომლობას საოკუპაციო ძალასთან.
ჟენევის ფორმატი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ჩანაცვლება რუსეთის მიერ განსაზღვრული "ნეიტრალური" ფორმატით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად დგას ოცნება ამ საკითხში: იცავს თუ არა მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ კვლავ საოკუპაციო ძალასთან თანამშრომლობს?", — წერს პარტია "საქაართველოსთვის" ლიდერი X-ზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები