9 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება
ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. წელს, ამ თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისში, შაბათს, დილის 12 საათიდან ექსპო ჯორჯიაში მრავალფეროვანი და ენერგიული ღონისძიებით დაიწყება, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ფართო საზოგადოებას, რათა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას.
წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის იუბილე აღინიშნება — თანამშრომლობისა და საერთო ღირებულებების სამი ათწლეული.
ექსპო ჯორჯიაში დაგხვდებათ ცოცხალი წარმოდგენები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გამოფენები, მრავალფეროვანი სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები, მუსიკა და ჩვენი საერთო ღირებულებების შთამბეჭდავი დღესასწაული.
რაც შეეხება ღონისძიების დეტალებს — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე მე-4 და მე-5 პავილიონები იქნება, სადაც "ევროპის გუნდის“ წარმოგიდგენთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაჩვეულებრივ ისტორიებს.
მე-11 პავილიონი ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის 30 წელსა და ევროკავშირის პროექტებს შეეხება. აქ ექვსი თემატური სივრცე იქნება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ განვითარებას, ციფრულ ტრანსფორმაციას, დემოკრატიას, გარემოს დაცვას, კულტურასა და ახალგაზრდობას.
წელს მე-4 პავილიონი პოდკასტის სტუდიად გადაიქცევა. დღის განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი საინტერესო სტუმრებთან ერთად მნიშვნელოვან თემებს განიხილავს: რას ნიშნავს ევროპა დღეს ქართველი ხალხისთვის? როგორია ჩვენი საერთო მომავალი? რა გვაერთიანებს საზღვრებსა და თაობებს მიღმა?
მე-3 პავილიონში პრაქტიკული ვორკშოპები იქნება იმაზე თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორ გაიკვლიო გზა ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის სამყაროში, როგორ შეიტანო განაცხადი Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში და მიიღო მონაწილეობა კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.”
გარე სივრცეში FAO-ს აგრომარკეტი იქნება, სადაც სტუმრებს შეეძლებათ აღმოაჩინონ ქართული ადგილობრივი გემოები, ხელნაკეთი პროდუქცია და ინიციატივები, რომლებიც უფრო მწვანე და მდგრად მომავალს ქმნის. საოჯახო ზონაში სპეციალური აქტივობები იქნება ბავშვებისთვის და ინტერაქციული ფოტო-ჯიხურები. დღის ბოლოს კი ღონისძიება კონცერტით დაიხურება.
შეგახსენებთ, ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 76 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. რეალობად ქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყანის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები