დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ
1-ელი მაისიდან, "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.
შრომის ინსპექცია უფლებამოსილია შეამოწმოს რეგულაციების დაცვა, რომელთა დარღვევაც გამოიწვევს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებული/თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას.
ძირითადი ცვლილებები და პირობები:
- შრომითი საქმიანობის უფლება: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის (მათ შორის დისტანციურად) სჭირდებათ სპეციალური ნებართვა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
- ადგილობრივი კადრის პრიორიტეტი: ბიზნესი ვალდებულია ვაკანსია ჯერ Worknet.moh.gov.ge-ზე განათავსოს მინიმუმ 10 დღით. უცხოელის აყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ შესაბამისი ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა.
- ბინადრობის ნებართვა: განაცხადის შევსებისას უცხოელი უნდა ფლობდეს შრომით ბინადრობის ნებართვას ან D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას.
- ვადები და საფასური: სამუშაო უფლება გაიცემა 1 წლამდე ვადით კონკრეტულ პოზიციასა და დამსაქმებელზე. საფასურს დასაქმებულის შემთხვევაში იხდის კომპანია, ხოლო თვითდასაქმებულის შემთხვევაში — თავად უცხოელი.
ახალი რეგულაციების მიზანია ადგილობრივი მუშახელის ინტერესების დაცვა, არალეგალური დასაქმების შემცირება და შრომის ბაზრის კონტროლის გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
" დღეიდან, "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება.
შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის, დაჯარიმებას, მათ შორის, თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმას.
1-ელ მარტს ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის, დისტანციურად სჭირდება "შრომითი საქმიანობის უფლების" მოპოვება.
მიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი განაცხადის შევსებისას უნდა ფლობდეს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.
უცხოელთათვის "შრომითი საქმიანობის უფლების" ნებართვებს გასცემს სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
"შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ბიზნესი ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე, ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე. თუ ვაკანსიაზე, აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს წარადგინოს განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. კანონის მიხედვით ნებართვის მიღების საფასური დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.
რაც შეეხება, თვითდასაქმებულ უცხოელს, "შრომითი საქმიანობის უფლების" მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს იგი თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებთან, რომლის მიზანია, უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის" — ვკითხულობთ კანონში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები