ნიკოლოზ ალავიძე: თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ინიციატივა "ჯერ საქართველოს" წევრი ნიკოლოზ ალავიძე სასურსათო პროდუქტების ზრდასა და ინფლაციას "ჯერ საქართველოს" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ეხმაურება. ის წერს, რომ "დღეს სუპერმარკეტიდან იმავე თანხით ნახევრად ცარიელი პარკით ბრუნდები, რომლითაც ერთი წლის წინ თითქმის სავსე კალათას ავსებდი. ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ ინფლაცია 4.3%-ია, ქვითარი კი სხვა ენაზე ლაპარაკობს. ერთი შეხედვით, თითქოს ერთ-ერთი ცრუობს, ან ციფრები, ან ჩვენი თვალები ქვითრის კითხვისას."
მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გზავნილებით ეკონომიკა იზრდება, ინფლაციაც მართვადია, ლარი სტაბილურია და ქაღალდზე ყველაფერი გენიალურადაა, რეალურ ცხოვრებაში კი ფასები იზრდება, კომუნალური ხარჯი მძიმდება, ხოლო შემოსავალი ფასების ზრდას ვერ ეწევა.
"ვინ არის მართალი — სტატისტიკა თუ ჩვენი საფულე?
ხშირად ორივე. პრობლემა არა ოფთალმოლოგთან გადადებული ვიზიტია, არამედ საშუალო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების არასწორი გამოყენებაა, რაც ვერ აღწერს იმას, რასაც ოჯახი ყოველდღე გრძნობს მაღაზიაში, სამზარეულოში და კომუნალურ ქვითრებში. ამ სხვაობის დასანახად სამი მარტივი ინდიკატორი საკმარისია, რისთვისაც საჭირო არაა ეკონომიკური თეორიებისა და უმაღლესი მათემატიკის ცოდნა.
პირველი: ხაჭაპურის ინდექსი — სამზარეულოს ეკონომიკა
ISET Policy Institute-ის “ხაჭაპურის ინდექსი” ზომავს, რა ჯდება ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ინგრედიენტების დონეზე: ფქვილი, ყველი, კვერცხი, რძე, კარაქი, გაზი და ელექტროენერგია.
2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება 8.05 ლარი ჯდებოდა, გასულ წელთან შედარებით, წლიური ზრდა — 14.3%. იმავე პერიოდში ოფიციალური ინფლაცია 4.3% იყო, საკვები პროდუქტები კი 7.5%-ით გაძვირდა. ანუ სამზარეულოში ფასი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე "საშუალო ინფლაცია" ტვ-ეთერში. ადამიანი ხომ არ ყიდულობს სამომხმარებლო კალათის საშუალოს. ჩვენ ვყიდულობთ პურს, ყველს, კვერცხს, ზეთს, ხილს, ბოსტნეულს არა საშუალო ფასად, არამედ იმ რეალურ ფასად, რომელიც კონკრეტულ დღეს კონკრეტულ მაღაზიაში გვხვდება.
ამიტომ შეიძლება სტატისტიკა ტექნიკურად სწორია, მაგრამ რეალობა სრულიად სხვა." — წერს ალავიძე
"ბიგმაკის ინდექსზე" საუბრისას, ალავიძე წერს, რომ ბიგმაკის ფასში ირიბად ჩანს ადგილობრივი ხელფასი, ქირა, ნედლეული, ლოჯისტიკა და ბიზნესის ხარჯი. მისი თქმით, დღეს საქართველოში ბიგ მაკის ფასი 15.95 ლარია, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $5.93. ერთი შეხედვით, აშშ-ზე და შვეიცარიაზე იაფია. მაგრამ შემოსავალთან შედარებით სურათი იცვლება. მონაცემები გვეუბნება, რომ ამერიკელი ბიგ მაკის ღირებულებას დაახლოებით 15 წუთში გამოიმუშავებს, შვეიცარიელი ~ 13 წუთში. საქართველოს მოქალაქეს კი ამისთვის ერთ საათზე მეტი დასჭირდება, ოფიციალური საშუალო ნომინალური ხელფასის გათვალისწინებით; რეალური, ხელზე ასაღები შემოსავლით ეს დრო გაცილებით მეტია.
მესამე ინდიკატორად ნიკოლოზ ალავიძე საშუალო ხელფასის ილუზიას ასახელებს. მისი თქმით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 2,466 ლარი იყო. წლიური ზრდა 11.2%. ზედაპირზე ეს კარგი მონაცემია. მაგრამ საშუალო ხელფასი არ ნიშნავს, რომ საშუალო მოქალაქე ამ თანხას იღებს. ამას ემატება რეგიონული უთანაბრობა. თბილისში ერთი ეკონომიკაა, რეგიონებში სრულიად სხვა. შედეგად ერთი ქვეყანა ორ რეალობაშია - ერთში მშპ იზრდება, მეორეში ოჯახები თვის ბოლომდე მისვლას ითვლიან.
"თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ; თუ ხელფასი ფასებს ვერ ეწევა; თუ ეკონომიკური ზრდა შენს ოჯახამდე არ მოდის; თუ სახელმწიფო სერვისები ძვირდება, მაგრამ ხარისხი არ უმჯობესდება, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება. დამახინჯებული რეალობა პრობლემას ვერ ხსნის. ის მხოლოდ აჩქარებს დროს, და შედეგად ქვეყანა ყველაზე ძვირფას კაპიტალს — მოქალაქეების ნდობას კარგავს.
როდესაც ნდობა საბოლოოდ ამოიწურება, ვერც ბედნიერი ციფრები, ვერც ლამაზი პრეზენტაციები და ვერც სატელევიზიო ოპტიმიზმი ვეღარ შველის საქმეს.
პრობლემის გამოსწორება მისი აღიარებით იწყება, არა შემგუებლობით და დუმილით. რა ღირდა შენი სამომხმარებლო კალათა ერთი წლის წინ და რა ღირს დღეს?
ზოგჯერ ერთი ქვითარი უფრო მეტს გეუბნება, ვიდრე ოფიციალური პრეზენტაციები და ჩინოვნიკები მაღალი ტრიბუნებიდან," — წერს ალავიძე.
ნიკოლოზ ალავიძის ბლოგი სრულად იხილეთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები