საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
ფოტო: თეგეტა
პორშემ პეკინის 2026 წლის ავტოგამოფენაზე ახალი Cayenne Coupé Electric წარმოადგინა — ავტომობილი, რომელიც მძლავრ პროპორციებს არაჩვეულებრივ ელექტროშესაძლებლობებთან აერთიანებს და რომელიც ბრენდის საკულტო მოდელის, 911-ის, დამახასიათებელი ფორმისა და მისი Flyline-სახურავის ინსპირაციით შეიქმნა. როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად Cayenne Coupe თავის სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და სპორტულ SUV-ად მიიჩნევა. თავდაპირველად ახალთახალი მოდელის 3 ვერსიაა ხელმისაწვდომი.
- ემოციური დიზაინი 911-ის დახრილი სახურავით;
- 3 მოდელი 850 კვ-მდე (1 156 ცხენის ძალა) სიმძლავრით;
- ელექტროენერგიის საშუალო ხარჯი: 22,0-20,0 კვ.სთ/100 კმ-ზე;
- გაუმჯობესებული აეროდინამიკა 0,23 cW-კოეფიციენტით
.
Cayenne Coupé-ს ახალი მოდელების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი დიდი სიმძლავრის ვიზუალური დემონსტრირებისა და 911-ის საკულტო ფორმის უნიკალური შერწყმაა — იმ ფორმის, რომელიც ულამაზესი, დახრილი სახურავით გამოირჩევა და რომელსაც პორშეში Flyline-ს უწოდებენ. საქარე მინაც კუპესთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული.
“სახურავის დამრეცად დახრილი ხაზი ათლეტურობას შესანიშნავად გამოხატავს და Cayenne Coupé-ს განსაკუთრებულ დინამიკურობას ანიჭებს“. — აცხადებს ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი თომას შტოპკა.
ფოტო: თეგეტა
ადაპტირებადი უკანა სპოილერი ამ თვალშისაცემი, დახვეწილი ფორმის ჰარმონიული გაგრძელება და დასასრულია. ეს არის თანამედროვე, ცხადი ოპტიკა, რომლითაც ახალი მოდელის მთავარი დიზაინერი ყველაზე მეტად ამაყობს: “მკაფიოდ შესრულებული ხაზები, განიერი პროპორციები და შავი ფერის ჩანართები ქმნის დიზაინს, რომელიც თითოეულ დეტალში სპორტულობას ასხივებს. ახალი Cayenne Coupé Electric ექსტროვერტია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად პოზიციონირებს, როგორც სპორტული SUV“. — ესეც თომას შტოპკას სიტყვებია.
სწორედ ამ ფორმის დამსახურებით, Cayenne Coupé Electric-ის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 18 კილომეტრითაა გაზრდილი — 669 კილომეტრამდე.
ფოტო: თეგეტა
3 ვერსია გაყიდვების სტარტზე
Cayenne Electric-ის Coupé-ვერსიებში SUV-ს იდენტური ამძრავებია ხელმისაწვდომი. უკვე შესაძლებელია შემდეგი ვერსიების შეკვეთა:
- Cayenne Coupé Electric 300 კვ (408 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 325 კვ (442 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 4.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 230 კმ/სთ.
- Cayenne S Coupé Electric 400 კვ (544 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 490 კვ (666 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 3.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 250 კმ/სთ.
- Cayenne Turbo Coupé Electric 630 კვ (857 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 850 კვ (1 156 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 2.5 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 260 კმ/სთ.
ავტომობილი სავალი ნაწილის მხრივაც SUV-ვერსიების შესაბამისია. Coupé-ს სერიულად მოჰყვება ადაპტირებადი პნევმატიკური დაკიდება Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერთად.
ფოტო: თეგეტა
800-ვოლტიანი ტექნოლოგიის დამსახურებით Cayenne Coupé Electric შესაბამის DC სწრაფ დამტენზე 390-მდე კვ.სთ სიმძლავრით იმუხტება, სპეციფიკურ გარემოში კი 400 კვ.სთ-საც აღწევს. სერიული On-Board-დამტენით კი AC — დამუხტვის სიმძლავრე 11 კილოვატამდეა და დამატებითი ოფციით 22 კილოვატამდე შეიძლება გაზრდა.
Cayenne Coupé Electric-შიც გელოდებათ Cayenne SUV-ისთვის დამახასიათებელი პორშეს უნიკალური მართვადობა, მის ინტერიერში კი ულტრათანამედროვე, ციფრული და მძღოლზე ორიენტირებული მომსახურების კონცეფცია. სალონში ყურადღების ცენტრშია სენსორული ეკრანების დიდებული ლანდშაფტი — სრულად ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და ცენტრალური, ე.წ. Flow-დისპლეით.
ფოტო: თეგეტა
Cayenne Electric-თან შედარებით, Cayenne Coupé Electric-ის სერიული კომპლექტაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანია — პანორამული ჭერით (პლუს Sunshine Control-ის ფუნქცია) და Sport Chrono პაკეტი. დამატებით ხელმისაწვდომია კუპესთვის სპეციფიკური მსუბუქი სპორტული პაკეტი, რომელიც ავტომობილის წონას დაახლოებით 17,6 კილოგრამით ამცირებს.
საქართველოში მომხმარებელს ახალი Cayenne Coupé Electric-ის შეძენა პორშე ცენტრი თბილისში შეუძლია — პორშეს საქართველოში ოფიციალურად სწორედ თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია წარმოადგენს. პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები