ბზიკებმა ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს — ნახეთ ფოტოები
ფოტო: EBU
ვენაში ნაცნობი ბზუილი გაისმა — ევროვიზიის სცენას ლეგენდარული ტრიო დაუბრუნდა. ჯგუფმა ბზიკებმა, რომელიც წელს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე წარადგენს საქართველოს, ცოტა ხნის წინ პირველი ოფიციალური რეპეტიცია გაიარა. ქართველი კონკურსანტების პერფორმანსს დიდი გამოხმაურება ჯერ კიდევ იქამდე მოჰყვა, სანამ რეპეტიციის ფოტოები გავრცელდებოდა.
ბზიკების ყვითელი სასცენო კოსტიუმები შავი ზოლებითაა გაფორმებული, რაც ერთგვარი მინიშნებაა 18 წლის წინანდელ ტრიუმფზე — როცა ჯგუფმა საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა. მას შემდეგ ბზიკების მაღალი მოდა კიდევ უფრო დაიხვეწაო, წერენ ორგანიზატორები: "2026 წელს კი ისე გამოიყურებიან, თითქოს მომავლიდან გვესტუმრნენ. მათი სამოსი სუპერგმირების კოსტიუმებს მოგაგონებთ, რაც სიმბოლურია, რადგან ბზიკები საბავშვო და დიდების ევროვიზიის მულტივერსს აკავშირებენ".
ფოტო: EBU
რაც შეეხება უშუალოდ პერფორმანსს, რეპეტიციის ფოტოებში ჩანს, რომ ეკრანზე ჯგუფის წევრების კიბორგული "კლონებია" გამოსახული, სცენაზე კი ლაზერული შოუა მოწყობილი. ასეთი წარდგენა თემატურია, რადგან გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა, On Replay, "ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ეპოქაში ადამიანის როლს" შეეხება.
ფოტო: EBU
მეორე ოფიციალურ რეპეტიციას ბზიკები ოთხშაბათს, 6 მაისს, გაივლიან. ამის შემდეგ პერფორმანსის მოკლე ვიდეოჩანაწერიც გავრცელდება.
მილიონობით მაყურებლის წინაშე კი საქართველო 12 მაისს, პირველ ნახევარფინალურ ტურში წარდგება. ბზიკები სცენაზე მე-6 ნომრად იმღერებენ. თუკი ჯგუფი ტელემაყურებლისა და ჟიურის ჯამური ქულებით საუკეთესო ათეულში მოხვდება, საქართველო ფინალის საგზურს გაინაღდებს და 16 მაისს უკვე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ჯგუფმა ბზიკებმა — მარიამ კიკუაშვილმა, გიორგი შიოლაშვილმა და მარიამ თათულაშვილმა — საქართველოს ევროვიზია ჯუნიორზე პირველი გამარჯვება მოუტანა 2008 წელს. ამ ტრიუმფიდან 17 წლის შემდეგ, შარშან დეკემბერში, როცა საბავშვო ევროვიზიას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობდა, ბზიკები კონკურსზე ისევ გამოჩნდნენ და ახალი სიმღერა We Don't Sleep შეასრულეს, რომელსაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: თვითონ სიმღერა ტიკტოკის ტრენდად იქცა, კონკურსის ფანების საკმაო ნაწილი კი გამოთქვამდა სურვილს, ჯგუფი "დიდების" ევროვიზიაზეც ეხილა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები