RFE/RL-ს რუსულენოვანი განყოფილება "ეხო კავკაზა" დაიხურა
რადიო თავისუფლების (RFE/RL) რუსულენოვანმა განყოფილებამ, "ეხო კავკაზამ", რომელიც 16 წლის განმავლობაში საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებს განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, მუშაობა შეწყვიტა. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 1 მაისიდან შევიდა. ინფორმაცია 3 მაისს "ეხო კავკაზას" ვებგვერდზე გავრცელდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი სტრუქტურული ცვლილებების ნაწილია. "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ ამ ცვლილების ფარგლებში ზოგიერთ "ჭეშმარიტად ნიჭიერ" კოლეგას ემშვიდობებიან.
"ეს ზომები მიღებულია იმისთვის, რომ RFE/RL-მა შეინარჩუნოს გავლენიანი, რელევანტური და ფისკალურად პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციის პოზიცია... ამ რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, ჩვენ ვემშვიდობებით ზოგიერთ ჭეშმარიტად ნიჭიერ კოლეგას, რომლებმაც დიდი ხანი მიუძღვნეს თავი RFE/RL-ის მისიას", — განაცხადა კაპუსმა.
მიუხედავად "ეხო კავკაზას" დახურვისა, კორპორაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში განვითარებული მოვლენების გაშუქება სხვა ფორმატით გაგრძელდება.
"ქართული სამსახური გააგრძელებს მაუწყებლობას ქართულ ენაზე; რუსულენოვანი პროგრამების ახალი განყოფილება კი გააშუქებს ოკუპირებულ რეგიონებში [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში — რედ.] მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს რუსულენოვანი აუდიტორიისთვის", — აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ეხო კავკაზა" 2009 წლის 2 ნოემბერს დაარსდა. წლების განმავლობაში ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების ობიექტური გაშუქებისთვის. მას შემდეგ, რაც 2022 წელს ვებგვერდი რუსეთში დაიბლოკა, ხოლო თავად "რადიო თავისუფლება" "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა, ადგილზე მუშაობა მნიშვნელოვნად გართულდა. რედაქციის განცხადებით, წყაროებთან მუშაობა მხოლოდ ანონიმურად გახდა შესაძლებელი, რამაც საბოლოოდ მაუწყებლობის გაგრძელება შეუძლებელი გახადა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ვებგვერდი www.ekhokavkaza.com აღარ განახლდება, თუმცა მასალები მკითხველისთვის ხელმისაწვდომი არქივის სახით დარჩება. რედაქცია იმედოვნებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ანალიტიკური და საინფორმაციო ბაზა კვლავაც გამოსადეგი იქნება რეგიონით დაინტერესებული პირებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები