ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. რიგით მეორე "ერევნის დიალოგი 2026", 5-6 მაისს, ერევანში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის დასრულებისთანავე გაიმართება. ინფორმაციას "ჯერ საქართველო" ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები და აკადემიური წრეები, მათ შორის იქნებიან "ჯერ საქართველოს
დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი და თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
ღონისძიების მიზანია მაღალ დონეზე დისკუსიების გამართვა იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშე დგას ევროპა და ჩვენი რეგიონი, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება და უპასუხოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ მწვავე გლობალურ პრობლემებს.
წარმატებული ორი დიალოგის შემდეგ, წელს ერევნის დიალოგი მიზნად ისახავს სტრატეგიული საუბრების გაღრმავებას და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობას სხვადასხვა გამოცდილების, სფეროსა და პასუხისმგებლობის დონის მქონე მონაწილეებს შორის.
დიალოგის მიზანია დღევანდელი მსოფლიოს წინაშე არსებული მწვავე საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ ხელშესახები პროგრესის მიღწევა.
წლევანდელი დიალოგის მთავარი თემები იქნება განახლებული სტრატეგიული კონკურენციის, ტრანსნაციონალური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაყოფების ეპოქაში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა;
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების როლი ქვეყნის განვითარებაში; რეგიონული კონფლიქტები, დიდი ძალების კონკურენცია და გეოპოლიტიკური დაძაბულობა; ევროკავშირის გაფართოება და დასავლური ინტეგრაცია;
გლობალური დაკავშირებადობა, დემოკრატიული მედეგობა, ჰიბრიდული საფრთხეები და ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები და უსაფრთხოების არქიტექტურა, აშშ-ს ჩართულობის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში და სხვა.
ერევნის დიალოგის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები "ჯერ საქართველოს" წევრებსა და სხვადასხვა დელეგაციებს შორის.
"ერევნის დიალოგი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები, შევიმუშაოთ ერთობლივი რეგიონული მიდგომები და გავაღრმაოთ ჩვენი კავშირები. ასევე, ჩვენი გუნდის — "ჯერ საქართველოს" ამოცანაა ღონისძიების ფარგლებში გავაღრმაოთ ჩვენი პოლიტიკური კავშირები პარტნიორ სახელმწიფოებთან და მათ პოლიტიკურ წრეებთან", — განაცხადა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები