The Pitt-ის ვარსკვლავი ფანებს სთხოვს, სპექტაკლისას "დოქტორ სანტოსს" ნუ უყვირიან
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მსახიობმა ფანებს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ შუა სპექტაკლისას "დოქტორ სანტოსს" ეძახიან.
ისა ბრიონესი The Pitt-ის ფანებს თეატრის ელემენტარულ ეტიკეტს ასწავლის, მსახიობი, რომელიც აპრილში ბროდვეის სპექტაკლს Just in Time-ს შეუერთდა, გულშემატკივრებს სთხოვს, შეწყვიტონ ყვირილი წარმოდგენისას. "ძალიან მაბრაზებთ", — გააფრთხილა ბრიონესმა წესრიგის დამრღვევი ფანები.
ისა ბრიონესი და დოქტორი ტრინიტი სანტოსი ერთი და იგივე პიროვნება არ არიან. თუმცა, რადგან ზოგიერთი ფანი ვერ ახერხებს The Pitt-ის მსახიობის გამიჯვნას მისი სატელევიზიო პერსონაჟისგან, ბრიონესი კიდევ ერთხელ აძლევს მკაცრ გაფრთხილებას მათ, ვინც ბროდვეის დადგმაში Just In Time მის სანახავად მიდის.
"ჰეი ჰეი ჰეი", — Variety-ის ინფორმაციით, ასე დაიწყო ბრიონესმა ინსტაგრამ სთორი (რომელსაც უკვე ამოეწურა დრო და აღარ ჩანს) — "კიდევ ერთხელ ვამბობ, ბროდვეი არ არის ცირკი. ნუ უყვირით შემსრულებლებს ყველაფერს, რაც თავში მოგივათ. სცენაზე მყოფი არტისტების და სხვა მაყურებლების მიმართ უკიდურესი უპატივცემულობაა სანამ სიმღერას დავიწყებდე "როდის აპირებ სამედიცინო ისტორიის შევსებას?" ყვირილი. ძალიან მაბრაზებთ".
ისა ბრიონესი კონი ფრენსისის როლში სპექტაკლში Just In Time
ფოტო: ბრიუს გლიკასი/Getty Images
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ბრიონესმა, რომელიც 50-იანი წლების ვარსკვლავის, კონი ფრენსისის როლის შესასრულებლად დასს აპრილში შეუერთდა, განცხადება გაავრცელა და ფანებს თეატრის ეტიკეტი შეახსენა. ბრიონესი ბროდვეის ვეტერანია, მისი დებიუტი 2024 წელს შედგა ევრიდიკეს როლით სპექტაკლში Hadestown. თუმცა, ახლა სცენაზე დაბრუნება მოჰყვა მსახიობის მასშტაბურ აღიარებას, რომელიც HBO-ს სამედიცინო დრამა The Pitt-ში მეორე კურსის სტუდენტის, ტრინიტი სანტოსის როლით მოიპოვა.
როგორც ჩანს, მსახიობის პირისპირ ნახვისას, ჰიტად ქცეული სამედიცინო დრამის ფანები ემოციების შეკავებას ვერ ახერხებენ. შოუში მონაწილეობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ბრიონესმა ინსტაგრამ სთორიში დაწერა პოსტი, სადაც მიმართავდა ერთ კონკრეტულ დამსწრეს, რომელმაც სიმღერის დროს გაჩუმება ვერ შეძლო.
"ზოგიერთ ადამიანს სჭირდება თეატრის ეტიკეტის გადამეორება, ისევე როგორც ზოგადად ადამიანური ქცევის წესების", — დაწერა მსახიობმა 12 აპრილის პოსტში — "ნუ ელაპარაკებით შემსრულებლებს, როდესაც ისინი სცენაზე გამოდიან (თუ ამას თავად არ გთხოვენ)".
ისა ბრიონესი დოქტორი სანტოსის როლში HBO-ს სერიალში The Pitt
ფოტო: უორიკ პეიჯი/HBO Max
მან დაამატა: "ნუ მომმართავთ სცენაზე და ნუ მიწოდებთ დოქტორ სანტოსს. მე არ ვარ დოქტორი სანტოსი. მე არც კონი ფრენსისი ვარ. მე ვარ ისა ბრიონესი, ერთ-ერთი მსახიობი იმ შოუში, რომლის სანახავადაც ფული გადაიხადეთ. ასე რომ, უყურეთ პატივისცემით. თქვენ არ ხართ ბავშვი დისნეილენდში. თქვენ ხართ ზრდასრული ადამიანი ბროდვეის შოუზე. მოიქეცით შესაბამისად".
The Pitt არის HBO-ს სამედიცინო დრამა, რომელიც 2025 წლიდან გადის HBO Max-ზე. სერიალი გვიამბობს პიტსბურგის სატრავმო სამედიცინო ცენტრის პერსონალის შესახებ გადატვირთულ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. სერიალს განსაკუთრებულად აქებენ რეალისტურობისთვის, სამედიცინო სფეროს ზუსტად ასახვისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების პანდემიის შემდგომი ფსიქოლოგიური გამოწვევების ჩვენებისთვის. სერიალის პირველმა სეზონმა მოიგო ემის ხუთი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის ჯილდო, ხოლო ოქროს გლობუსზე დასახელდა საუკეთესო სერიალად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები