Signify 2.0: ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე
ფოტო: Signify
ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე — Signify 2.0-ის განახლება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ფუნქციონალი გატესტონ. სტატიაში გაეცნობით, რა გზა გაიარა Signify-მ, როგორც ქართულმა სტარტაპმა, იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე გასულიყო და რა გეგმები აქვს მას.
პანდემია, როგორც სტარტაპის ბიძგი
Signify ქართულ ბაზარზე კოვიდის პერიოდში გამოჩნდა, როცა ბიზნესები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და კომპანიებს საკუთარი სერვისების გაციფრულება მოუწიათ. ამ დროს დოკუმენტების ფიზიკურად ხელმოწერის საკითხი პრობლემური გახდა, რის გამოც გაჩნდა ტექნოლოგიური გადაწყვეტის საჭიროება დოკუმენტების ციფრულად გაფორმებისთვის. Signify სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა.
პროდუქტი წლების განმავლობაში ვითარდებოდა და მომხმარებლებს დოკუმენტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას უგვარებდა. Signify-ის მთავარი მიზანი იყო ყველა პროცესის სრულად გაციფრულება — დაწყებული დოკუმენტის შექმნიდან, მის გაგზავნამდე, ხელმოწერასა და არქივაციამდე. თუმცა, არსებობდა დოკუმენტის სასიცოცხლო ციკლის ის ნაწილი, რომელსაც სისტემა ჯერ არ ფარავდა, მიუხედავად იმისა, რომ ის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო.
მიძინებული დოკუმენტები
ბიზნესისთვის პროცესი ხელშეკრულების ხელმოწერით არ სრულდება — პირიქით, სწორედ აქედან იწყება ყველაზე რთული ეტაპი: პირობების კონტროლი, ვადების მონიტორინგი და ვალდებულებების შესრულება. დღეს კომპანიების უმეტესობას აქვს ე.წ. მიძინებული დოკუმენტები, რაც ნიშნავს, რომ კრიტიკული ბიზნესინფორმაცია სტატიკურ PDF ფაილებშია ჩაკარგული. მათი მუდმივი გადამოწმება და მართვა დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც საბოლოოდ ბიზნესს ეფექტიანობასა და ოპერატიულობას უკარგავს.
Signify 2.0-ის მიზანი სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრაა. ახალი ვერსიის დანერგვით, სისტემა ყალიბდება კონტრაქტების მართვის გონიერ პლატფორმად, სადაც დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია ადვილად საპოვნელი და მართვადი ხდება.
ფოტო: Signify
“Signify 2.0-ით ჩვენ ვასრულებთ დაპირებას — პლატფორმა დოკუმენტების მართვის იდეალურ სივრცედ იქცევა. სისტემაში PDF კონტრაქტის ატვირთვისას, ხელოვნური ინტელექტი წამებში ამოიცნობს ისეთ მნიშვნელოვან ატრიბუტებს, როგორებიცაა მოქმედების ვადა, თანხა და მხარეები. თუ აქამდე ამ მონაცემების ხელით შევსება იყო საჭირო, ახლა სისტემა ავტომატურად ქმნის სრულად ძებნად არქივს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე მოქმედებით გაფილტროს, მაგალითად, ყველა ის ხელშეკრულება, რომლებსაც ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდის. რაც მთავარია, Signify-ის AI თავისუფლად იგებს ქართულენოვან იურიდიულ დოკუმენტებს, რის შედეგადაც სამუშაო პროცესი ბევრად უფრო კომფორტული და ეფექტური ხდება.“ — აცხადებს Signify-ის დირექტორი, ზვიად წოწკოლაური.
განახლება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკაში გამოსცადონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები დოკუმენტების დამუშავების პროცესში.
AI First — ბიზნესის მიდგომის ცვლილება
აღნიშნული ფუნქციონალი Signify-ისთვის არა მხოლოდ მორიგი განახლებაა, არამედ სტრატეგიული ტრანსფორმაციის დასაწყისი. Signify აცხადებს, რომ Signify 2.0 ბიზნესის მიდგომის ცვლილებას ნიშნავს. კომპანია გეგმავს AI First მიდგომაზე გადასვლას, რაც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მოხმარების ყველა ეტაპზე — იქნება ეს დოკუმენტის შექმნა, შინაარსის ანალიზი თუ სხვა პროცესები.
“ჩვენი გადაწყვეტილება, ვიყოთ AI First კომპანია, ეფუძნება რწმენას, რომ ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია, არამედ ძალა, რომელიც რადიკალურად ცვლის სამუშაო კულტურას. ჩვენ გვჯერა, რომ AI ფუნდამენტურად გარდაქმნის საქმის კეთების პროცესს, როგორც დღეს, ისე მომავალში. ეს ტრანსფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შიდა პროცესების ოპტიმიზაციით დაიწყო — ჩვენ თვითონ გამოვცადეთ ის ნახტომისებური ეფექტი, რომელიც ტექნოლოგიას მოაქვს,“ — აღნიშნავენ Signify-ში.
საწყის ეტაპზე ეს განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია ბიზნესის სხვადასხვა რგოლისთვის. თუ აქამდე შესყიდვების, ფინანსების, იურიდიული თუ HR დეპარტამენტებისთვის დოკუმენტებთან მუშაობა რუტინულ ბიუროკრატიასთან ასოცირდებოდა, ახალი მიდგომა მათ საშუალებას აძლევს, დოკუმენტიდან მომენტალურად მიიღონ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე და მიღებული ინფორმაცია ქმედით მონაცემებად აქციონ. თუმცა, ეს ფუნქციონალი მხოლოდ დასაწყისია.
გლობალური ბაზარი და მომავლის გეგმები
Signify 2.0-ის წარდგენა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე, სადაც არსებობენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა DocuSign, PandaDoc და სხვ., რომლებსაც კომპანიამ კონკურენცია უნდა გაუწიოს. სწორედ AI First მიდგომა იქნება ის ფაქტორი, რომელიც Signify-ს სხვებისგან გამოარჩევს.
“ჩვენი მიზანია, ვიყოთ პიონერები და ჩვენს მომხმარებლებამდე მივიტანოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომლებსაც AI ქმნის იურიდიულ და საოპერაციო საქმიანობაში. გვინდა, რომ რუტინული, ტექნიკური სამუშაო სრულად გადავიდეს ხელოვნური ინტელექტის მხარეს, რათა ადამიანებს მეტი დრო დარჩეთ შემოქმედებითი და სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის. Signify 2.0-ით ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ სტანდარტს ქართულ ბაზარზე, სადაც ტექნოლოგია თავად ხდება სამუშაო ნაკადის ინტელექტუალური მმართველი,“ — ამბობს Signify-ის დირექტორი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Signify-ს უკვე აქვს წარმატება გლობალურ ბაზარზე — დღეს მის სერვისს მსოფლიოს 45-ზე მეტი ქვეყნიდან 200-ზე მეტი ბიზნესი იყენებს. კომპანიის მთავარი მიზანი ახლა საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბური გაფართოებაა, რისთვისაც აქტიური ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო. Signify 2.0 სწორედ ამ მიზანს ემსახურება და კომპანია კიდევ მრავალი საინტერესო ფუნქციონალის დანერგვას აანონსებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები