On.ge და საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ – რას უნდა ველოდოთ
ფოტო: On.ge
2026 წლის მაისიდან On.ge და საქართველოს უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის ფარგლებში რეგულარულად მომზადდება ტექნოლოგიური თემატიკის კონტენტი და გავრცელდება როგორც On.ge-ის ვებგვერდზე, ასევე სოციალურ არხებში.
თანამშრომლობას გამოარჩევს ის, რომ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ორიგინალურ კონტენტზე ერთი მხრივ, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები იმუშავებენ, მეორე მხრივ კი NEXT.On.ge-ის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ჟურნალისტები. მომზადებული კონტენტი ვებგვერდზე, სპეციალურად საქართველოს უნივერსიტეტისთვის შექმნილ, ბრენდირებულ კატეგორიაში მოიყრის თავს. კატეგორიის სახელია "მეტი ინოვაცია" და მას On.ge-ის მთავარ გვერდზე იპოვით.
"საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ისწრაფვის, გააძლიეროს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაცია და საზოგადოებას გაუზიაროს ცოდნა, რომელიც რეალურად ქმნის მომავალს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს On.ge-სთან პარტნიორობას.
ეს პლატფორმა საშუალებას მოგვცემს, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პროგრამების ხელმძღვანელებმა და ლექტორებმა ფართო აუდიტორიას რეგულარულად გაუზიარონ ექსპერტული ხედვები, ტრენდების ანალიზი და პრაქტიკული ცოდნა სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური სამყაროდან.
"მეტი ინოვაცია" — ეს არის ხედვა, რომელიც ასახავს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიმართულებას: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების, კვლევის და პრაქტიკული ინიციატივების გაძლიერებას. ინოვაცია დღეს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ხოლო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იყოს სივრცე, სადაც ახალი იდეები, ტექნოლოგიური ექსპერიმენტები და მომავლის პროფესიონალები ერთად ვითარდებიან.
გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას საქართველოში, ისე საქართველოს უნივერსიტეტის ძლიერი ტექნოლოგიური პოტენციალის უკეთ წარმოჩენას საზოგადოებისთვის", — ამბობს ნინო კალანდია, საქართველოს უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და კვლევის სამსახურის უფროსი.
On.ge-ის სამეცნიერო და ტექნოლოგიური რედაქცია, NEXT.On.ge უკვე 6 წელზე მეტია არსებობს და მკითხველსა თუ მაყურებელს ყოველდღიურად ამარაგებს უახლესი ამბებით სამეცნიერო მიღწევებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სამყაროდან. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით პლატფორმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული ნაბიჯია.
"საგანმანათლებლო კონტენტი ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენმა პლატფორმამ, სხვადასხვა ციფრული არხის (Facebook, Instagram, TikTok, YouTube) თუ ვებგვერდის გავლით, წლების განმავლობაში შემოიკრიბა ამ თემატიკით დაინტერესებული აუდიტორია. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მკითხველებსა თუ მაყურებლებს ინოვაციური, გასაგები და სასარგებლო კონტენტი შევთავაზოთ. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორობა საქართველოს უნივერსიტეტთან, რომელსაც ძლიერი აკადემიური რესურსი და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული ხედვა აქვს.
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური ცოდნა ნებისმიერი ადამიანის ხელში სასიცოცხლოდ საჭირო იარაღია. გვიხარია, რომ ამ თანამშრომლობით შევძლებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ NEXT.On.ge-ის საგანმანათლებლო მიმართულება და შევქმნათ კონტენტი, რომლის გავლითაც ტექნოლოგიური თემები ფართო აუდიტორიისთვის უფრო გასაგები, საინტერესო და პრაქტიკულად გამოყენებადი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, გვიჭერს მხარს ამ მიმართულების განვითარებაში, ხოლო მეორე მხრივ აქტიურად იყენებს ჩვენს ტექნოლოგიურ თემატიკაზე ორიენტირებულ და მაღალი ჩართულობით გამორჩეულ პლატფორმას საკუთარი ექსპერტული ცოდნის, კვლევებისა და ხედვების გასაზიარებლად. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას, არამედ ტექნოლოგიური თემების მიმართ ინტერესის ზრდას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უკეთ გაცნობას საქართველოში", — ამბობს On.ge-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხატია თორდუა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები