Disney-ს საკულტო ანიმაციების სიმღერები ჟესტების ენაზე გაცოცხლდა
ფოტო: Disney
Disney Animation თავის ყველაზე ცნობილ სიმღერებს ახალ ხმას სძენს — ამჯერად ხელების, მიმიკებისა და მოძრაობის ენით. კომპანიამ კლასიკური მუსიკალური ნამუშევრები ამერიკულ ჟესტების ენაზე (ASL) ააჟღერა, რითაც სმენადაქვეითებულთა ისტორიის ეროვნულ თვეს გამოეხმაურა.
ანიმაციების შექმნაში Deaf West Theatre-ის (სმენადაქვეითებულთა თეატრის) მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა. მათი დახმარებით, ხელახლა შეიქმნა ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორებიცაა:
- We Don’t Talk About Bruno (Encanto);
- Beyond (Moana 2);
- The Next Right Thing (Frozen 2).
Deaf West Theatre-ის მხატვრულმა ხელმძღვანელმა, დიჯეი კურსმა, აღნიშნა, რომ ეს პროექტი ეწინააღმდეგება იმ მცდარ, მაგრამ გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს მუსიკასა და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.
მისივე თქმით, სმენადაქვეითებული ხელოვანები დიდი ხანია ასრულებენ მუსიკას ჟესტების ენით, ხოლო სუბტიტრებმა, დამხმარე ტექნოლოგიებმა და მძლავრმა ყურსასმენებმა მუსიკა მათთვის იმაზე ხელმისაწვდომი გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
იხილეთ ვიდეო:
ჰაირამ ოსმონდმა, რომელიც Disney-ს ისეთ ფილმებზე მუშაობდა, როგორებიცაა Zootopia და Raya and the Last Dragon, აღნიშნა, რომ ეს პროექტი პირადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოსმონდის მამა სმენადაქვეითებულია.
ჰაირამმა განაცხადა: "ეს პროექტი გახდა გზა ადამიანების დასაკავშირებლად და იმ ბარიერების დასანგრევად, რომლებიც Disney Animation-სა და სმენადაქვეითებულ ადამიანებს შორის არსებობდა".
პროექტი არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, სიმღერაში We Don’t Talk About Bruno რამდენიმე პერსონაჟი ერთდროულად მღერის სხვადასხვა ნაწილს, რაც ვიზუალურად რთული გადმოსაცემია. ხოლო სიმღერაში The Next Right Thing, მთავარი გმირი, ანა, მთაზე ცოცვის პარალელურად მღერის.
დიჯეი კურსმა აღნიშნა, რომ ამერიკული ჟესტების ენა სახის გამომეტყველებასა და სხეულის მოძრაობებს ეყრდნობა. ანიმატორებმა ეს დეტალები განსაკუთრებული სიზუსტით ასახეს — წარბების მოძრაობით დაწყებული, სხეულის პოზის მცირე ცვლილებებით დასრულებული.
ფოტო: REUTERS/Jose Luis Gonzalez
კურსმა დაამატა, რომ თითოეული სიმღერის შესაქმნელად თარგმნის, რეპეტიციებისა და გადაღებების ინტენსიური პროცესი გაიარეს. მსახიობების მოძრაობებს მრავალი რაკურსიდან იღებდნენ, რის შემდეგაც კადრები დეტალურად მუშავდებოდა.
ოსმონდმა აღნიშნა: "ეს არ არის მხოლოდ ცალკეული სიტყვების ჟესტებით გადმოცემა, ეს უფრო ემოციის გაზიარებაა".
პროექტის მომზადებას 4 წელი დასჭირდა. ოსმონდის თქმით, ამ მუშაობისას მიღებულმა გამოცდილებამ, შესაძლოა, სამომავლოდ ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები გააჩინოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები