ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა — დაღუპულია 2 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 20 დაშავდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში, საფეხმავლო სავაჭრო ტერიტორიაზე — გრიმაიშეს ქუჩაზე მოხდა, რომელიც აუგუსტუსპლაცს ცენტრალურ ბაზართან აკავშირებს. შემთხვევის ადგილზე ახლოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და ლაიფციგის უნივერსიტეტი მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავტომობილის მძღოლი — 33 წლის გერმანიის მოქალაქე — შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციის თქმით, ის საფრთხეს ამ დროისთვის აღარ წარმოადგენს.
დაღუპულია 63 წლის ქალი და 77 წლის კაცი, ორივე გერმანიის მოქალაქე. პროკურატურამ საქმე მინიმუმ ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობის მუხლებით აღძრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თეთრი ფერის ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შემდეგ ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
ლაიფციგის მერმა ბურკჰარდ იუნგმა დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"ეს შოკისმომგვრელია. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გავაკეთო, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო მსხვერპლთა ოჯახებს.
სხვა დანარჩენი პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობით უნდა დადგინდეს," — განუცხადა მან ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს.
ინციდენტს გამოეხმაურა საქსონიის შტატის პრემიერმინისტრი, მიხაელ კრეჩმერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარს აუცილებლად საფუძვლიანად გამოიძიებენ
პოლიცია ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს, იყო თუ არა შემთხვევა განზრახი. თუმცა, მსგავსი ფაქტები გერმანიაში ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირებულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები