რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სათამაშოები
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული გახდა ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა არასასურსათო პროდუქტები, მათ შორის საბავშვო სათამაშოები. მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ, ორგანულ და ეკომეგობრულ პროდუქტებს, როგორც უსაფრთხო და ნაკლებად მავნე ალტერნატივას ბავშვებისთვის. აღნიშნული ტენდენცია ხშირად ეფუძნება მოსაზრებას, რომ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული პროდუქტი უპირობოდ უსაფრთხოა, რაც სინამდვილეში ასე არაა.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ის, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ბუნებრივი მასალისგან, მათ შორის, ხისგან დამზადებული საბავშვო სათამაშოები.
ბუნებრივი არ ნიშნავს უსაფრთხოს
არასასურსათო პროდუქტებს შორის სათამაშოების უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები სათამაშოებთან აქტიურ ფიზიკურ კონტაქტში არიან.
ბავშვებისთვის სათამაშოების შეძენისას უმეტესობა ჩვენგანი გულდასმით კითხულობს მის ეტიკეტს და აკვირდება რამდენად ჯანსაღი და უსაფრთხოა მისი შემადგენლობა. ხშირად ეტიკეტზე წერია, რომ ესა თუ ის სათამაშო დამზადებულია ბუნებრივი საღებავებისა და მასალისგან და არ შეიცავს ქიმიკატებს ან/და ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ავტომატურად გვაფიქრებინებს, რომ ეს ნივთი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.
მეცნიერულად, ყველაფერი, მათ შორის წყალი, ჰაერი, ხე და საღებავი, შედგება ქიმიური ნივთიერებებისგან. შესაბამისად, ბუნებაში არ არსებობს პროდუქტი, მათ შორის, სათამაშო, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეტიკეტზე დატანილი სიტყვები — არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს — მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგულ მიზანს ემსახურება. სინამდვილეში მნიშვნელოვანია სათამაშოს შემადგენელი მასალის/ნივთიერების ტიპი, კონცენტრაცია და პოტენციური ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან ბუნებრივად არსებული ნივთიერებებიც შეიძლება იყოს ტოქსიკური ან/და ალერგიული.
უნდა გვახსოვდეს, რომ სათამაშოების უსაფრთხოება განისაზღვრება არა მასალის წარმოშობით, არამედ იმით, თუ რამდენად შეესაბამება დახლზე განთავსებული პროდუქტი საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს.
ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ სათამაშოებში არსებული საფრთხეები
თანამედროვე სამყაროში ბუნებრივი მასალები ფართოდ გამოიყენება სათამაშოების წარმოებაში, როგორც, მაგ., პლასტმასის უსაფრთხო ალტერნატივა. გავრცელებული მაგალითებია ხე, ბამბა, მატყლი და ბუნებრივი რეზინი. თუმცა, ეს მასალები საფრთხისგან სრულად თავისუფალი არ არის. ხის სათამაშოები ხშირად აღიქმება, როგორც გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა. ისინი განსაკუთრებით პოპულარულია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მიუხედავად იმისა, რომ ხე ბუნებრივი მასალაა, ის უსაფრთხოების გარანტი სულაც არაა. ხის სათამაშოები თითქმის ყოველთვის დამუშავებულია ლაქ-საღებავებით, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ლაბორატორიულად შემოწმებული და შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. ამ უკანასკნელთან შეუსაბამო საღებავი კი შეიძლება შეიცავდეს მძიმე ლითონებს, მათ შორის — ტყვიას. საფრთხის შემცველია არასათანადოდ დამუშავებული ხის სათამაშო (ხიჭვებიანი) და არასწორად აწყობილი სათამაშოს კონსტრუქციაც, რომელმაც შესაძლოა, ბავშვი ფიზიკურად დააზიანოს.
ნებისმიერი სახის ბუნებრივი რესურსებითა და მასალით დამზადებული სათამაშო საჭიროებს შემდგომ დამუშავებასა და შემოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოებისთვის მზა ნედლეული შეიძლება იყოს უსაფრთხო და ნატურალური, ნივთიერებები, რომლითაც ის მუშავდება, შესაძლოა, შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს.
მაგალითისთვის ავიღოთ რბილი სათამაშო, რომელიც სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის არის განკუთვნილი და დამზადებულია სრულად უვნებელი, ნატურალური ტექსტილისგან, მაგრამ სძვრება მცირე ზომის ნაწილები (თოჯინის თვალები), ხოლო შიგთავსი მარტივად ხელმისაწვდომია ბავშვისთვის. ორივე მათგანი — მცირე ზომის ნაწილებიცა და შიგთავსიც ბავშვისთვის დახრჩობის საფრთხეა. საფრთხეა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იმგვარი სათამაშოც, რომელსაც გრძელი ზონრები და ბასრი კიდეები აქვს.
ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ბუნება სავსეა ძლიერი ალერგენებით. ყველაზე გავრცელებული მაგალითია ლატექსი, რომელიც ნატურალური კაუჩუკისგან მიიღება. ბევრ ბავშვს ლატექსის მიმართ მწვავე ალერგია უვითარდება, რაც შეიძლება კანის გაღიზიანებით ან სუნთქვის გაძნელებით გამოიხატოს. გარდა ამისა, ნატურალური მატყლი (შალი) ხშირად იწვევს დერმატიტს მგრძნობიარე კანის მქონე პატარებში.
სინთეტიკური მასალებისგან განსხვავებით, ნატურალური მასალა ორგანულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბაქტერიებისა და სოკოსთვის საუკეთესო გარემოა. თუ ხის სათამაშო კარგად არ არის დამუშავებული, მის ფორებში ადვილად აღწევს ნერწყვი და ტენიანობა, რაც ობის გაჩენას უწყობს ხელს. ნატურალური შიგთავსით (მაგალითად, წიწიბურა ან ბრინჯი) შევსებული სათამაშოები დასველების შემთხვევაში შიგნიდან ლპება. აღნიშნული პროცესი ვიზუალურად არ შეინიშნება, მაგრამ ბავშვისთვის სახიფათოა.
როგორ შევარჩიოთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული უსაფრთხო სათამაშოები
ინფორმირებულ მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მარკეტინგული მიზნისა და პროდუქტზე დატანილი სიმბოლოების მიღმა, ამოიცნოს ინფორმაცია, რომელიც პროდუქტის ხარისხსა და უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს იმას, რომ ის აღარ საჭიროებს დამატებით ტესტირებებს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო სათამაშო ისაა, რომელიც ტექნოლოგიურ კონტროლს გადის და არა ის, რომელიც უბრალოდ ბუნებრივი მასალისგან მზადდება.
არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სათამაშოს ვყიდულობთ — ხის, პლასტმასის, თუ რბილი ქსოვილისგან წარმოებულს, ჩვენი ვალდებულებაა შევამოწმოთ დატანილია თუ არა ეტიკეტზე:
- მწარმოებლის დასახელება და მისამართი;
- აქვს თუ არა პროდუქტს გამაფრთხილებელი მითითებები;
- აქვს თუ არა შესაბამისი სერტიფიკატები, CE მარკირება.
მომხმარებელი ვალდებულია, დაათვალიეროს სათამაშო, რათა დარწმუნდეს, რომ მას არ აქვს:
- დეფექტი;
- არ სძვრება და არ შეიცავს მცირე ზომის ნაწილებს;
- არ აქვს ძალიან გრძელი ზონრები და ლენტები (როდესაც 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ყიდულობს ნივთს);
- არ აქვს ბასრი კიდეები;
- ელემენტები მოთავსებულია ისე, რომ მარტივად ხელმისაწვდომი არაა ბავშვისთვის.
საფრთხის შემცველი ხის სათამაშოების მაგალითები
ფოტოზე მითითებულ ხის საქანელას არ გააჩნია დამჭერი საშუალებები ბავშვის სავარძელში დასაფიქსირებლად (არ აქვს უსაფრთხოების ღვედი ან T-სებრი დამჭერი ფეხების არეში). ამის გამო, ბავშვი შეიძლება საქანელიდან ჩამოსრიალდეს და სერიოზულად დაზიანდეს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სათამაშო შეიცავს მცირე ზომის ნაწილებს (ყვითელი თავსახური), რომლებიც ადვილად სძვრება. პატარა ბავშვმა შესაძლოა, ისინი პირში ჩაიდოს, გადაეყლაპოს და დაიხრჩოს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
● https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/alertDetail/10011971?lang=en
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სათამაშოს ელემენტების განყოფილება ადვილად იხსნება ყოველგვარი ხელსაწყოს გამოყენების გარეშე და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ხდება შიგნით არსებული ელემენტები. ბავშვმა შესაძლოა ისინი პირში ჩაიდოს, რაც გადაყლაპვის შემთხვევაში გამოიწვევს დახრჩობის საფრთხესა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებას.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი — QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები