საქართველოს ბანკის ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქუთაისში არაფერი ხდება დაუგეგმავად. ეს არის ქალაქი, რომელიც თავდაჯერებულად და გაუჩერებლად მიუყვება თავის რიტმს. არ აქვს მნიშვნელობა აქ დაიბადე თუ სტუმარი ხარ. ქუთაისს ეს არ აინტერესებს. ის თავის ამბავს მაინც გიამბობს. ქუჩებით, ხმაურით, აივნებზე მოსაუბრე მეზობლებით და იმ სითბოთი, რომელიც სხვებისგან გამოარჩევს. და ზუსტად ამ მომენტში ხვდები, რომ ეს მხოლოდ ქალაქი აღარ არის. ეს არის ადგილი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია.
სწორედ ამ იდეით შეიქმნა საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია.
ქუთაისობა და გვირილობა ამ სიყვარულის ყველაზე ხმამაღალი და ფერადი გამოხატულებაა. დღე, რომელსაც მთელი წელი განსაკუთრებულად ელიან. ამ დროს იმერეთის გული სხვანაირად ფეთქავს. ქუჩები ივსება ხმაურით, სიცილით, მუსიკითა და იმ განსაკუთრებული სითბოთი, რომელიც მხოლოდ ქუთაისს შეუძლია.
გვირილობა ერთდროულად არის ტრადიციაც და თანამედროვე ზეიმიც. სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება წარსული და აწმყო, ძველი ამბები და ახალი ისტორიები.
კულტურა, ტრადიციები, ქუთაისი
ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში და მისი კულტურა სწორედ ამ მრავალწლიან ისტორიას ემყარება. აქ ტრადიციები მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის, ისინი დღემდე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქალაქისთვის დამახასიათებელია ეზოს კულტურა. აქ მეზობლები ერთმანეთს მუდმივად უკავშირდებიან და ურთიერთობა ბუნებრივად, დაუგეგმავად ვითარდება. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში მონაწილეობენ და ქალაქიც სწორედ ამ ურთიერთობებით ცოცხლობს.
ხშირად ამბობენ, რომ ქუთაისელებს გამორჩეული იუმორის გრძნობა აქვთ, აქ ხუმრობა ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილია, მსუბუქი და ძალიან ზუსტი. ხშირად ერთი ფრაზაც საკმარისია, რომ განწყობა შეიცვალოს და საუბარს თავისი განსაკუთრებული ტონი მიეცეს.
ქუთაისობა
ამ ყველაფრის გაგრძელება და ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება გვირილობაა, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია, 2 მაისს აღინიშნება. ეს დღე ქუთაისში ყოველთვის განსაკუთრებულ მოლოდინთან არის დაკავშირებული. გაზაფხულის სურნელთან ერთად, ქალაქი ხალხით, სიცოცხლითა და მუსიკით ივსება.
ცოტამ თუ იცის, რომ ეს დღესასწაული პირველად 1921 წელს აღინიშნა და მისი ისტორია გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. იმ პერიოდში გვირილას, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რის საფუძველზეც საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. ქალაქის გოგონები გვირილებს აგროვებდნენ, ყიდდნენ და მიღებულ თანხას დაავადებულთა დასახმარებლად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ინიციატივა ტრადიციად იქცა, შემდეგ კი ქალაქის საერთო დღესასწაულად ჩამოყალიბდა.
ქუთაისობა და საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი წლებია დღესასწაულის აღნიშვნას სხვადასხვა კრეატიული და საინტერესო აქტივობით უერთდება. ამ გზით იზიარებს ქალაქის მთავარ დღეს და მის განწყობას, რომელიც ქუთაისს განსაკუთრებულ ენერგიას სძენს.
გაზაფხულის ქუთაისი თავისი სიმშვიდითა და გამორჩეული ატმოსფეროთი ხშირად ხდება შთაგონების წყარო სხვადასხვა სფეროს ადამიანებისთვის — მუსიკოსებისთვის, პოეტებისთვის, მხატვრებისთვის... ქალაქის განწყობა თითქოს თავისთავად ქმნის სივრცეს, სადაც იდეები უფრო მარტივად იბადება და ფორმას იღებს. და ისევ და ისევ რჩება მთავარი სათქმელი — ქუთაისი არის ქალაქი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია.
ნახეთ საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი ახალი ვიდეორგოლი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები