თბილისი-ბათუმის ხაზი 4 საათში, "კუკუშკას" დაბრუნება — რკინიგზის განახლების პროექტის დეტალები
ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რკინიგზის "ისტორიული განახლების" პროექტი წარადგინეს. მასშტაბური რეფორმა, რომელიც 10-წლიან გეგმას ეფუძნება, სავაგონო პარკის სრულ მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და ფინანსურ გაჯანსაღებას ითვალისწინებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ ხაზი გაუსვა რკინიგზაში გატარებულ ეფექტიან რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლის შედეგებს. მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში რკინიგზამ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების დაზოგვა შეძლო.
"ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. [...] ასევე, გვქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი, შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190.4 მლნ ლარი",— განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე დააანონსა 1.7 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელიც რკინიგზას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან გადამზიდავად აქცევს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, აქ საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1 500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს ჩვენი მგზავრებისა და სტუმრებისთვის", — თქვა კობახიძემ.
პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, ყურადღება გაამახვილა ტვირთბრუნვისა და მგზავრთნაკადის გაუმჯობესების კონკრეტულ ვადებსა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე.
"ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას — პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. განხორციელდება 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენა და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა", — განაცხადა ქვრივიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და რკინიგზის ინტეგრირებულ განვითარებაზე.
"რკინიგზა არის უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა", — განაცხადა ქვრივიშვილმა.
რეფორმის შედეგად, 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის ხაზის რეაბილიტაცია, რაც მგზავრობის დროს 4 საათამდე შეამცირებს. ასევე, 2027 წელს აღდგება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული "კუკუშკა". ჯამში, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება უკვე 30%-ითაა გაზრდილი, რაც მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის "შუა დერეფნის" ფარგლებში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები