შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ უკრაინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო მცდარი
შალვა პაპუაშვილი EPC-ის სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრას გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის "ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ იყო, იყო მცდარი." მისივე განმარტებით, თუკი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი და გამოსასწორებელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება.
"4 წელზე მეტია უკრაინის ხელისუფლებისგან, სამწუხაროდ, ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც არა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, უკრაინელის ხალხის ინტერესსაც არ ემსახურება. 4 წელია ვხედავთ, რომ ეს ურთიერთობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის იმ წერტილზე მისული, სადაც არის. ჩვენ ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება მხარს ვუჭერდით უკრაინელ ხალხს და უკრაინას, არ არსებობს რეზოლუცია რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მივიღეთ. ასობით უკრაინელი ბავშვისთვის ერთადერთმა ქვეყანამ გავხსენით უკრაინულენოვანი კლასები სკოლებში და უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან.
ამის საპასუხოდ, როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს რიტორიკულად თუ სხვა მხრივ თავს ესხმოდა, რა თქმა უნდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი. ამიტომ, თუკი ვინმეს აქვს ნაბიჯი გადასადგმელი და გამოსასწორებელი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება. ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან არის შედეგი გადააზრებისა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ იყო, იყო მცდარი. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და იმედია, რომ უკრაინის ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე შეცვლის თავის დამოკიდებულებას", — თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე ჩასული ირაკლი კობახიძე მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანრეი სიბიჰას შეხვდა.
ცნობისთვის, EPC-ის ფორუმს დაესწრებიან ლიდერები ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან, აგრეთვე ალბანეთიდან, ანდორიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, კანადიდან, საქართველოდან, ისლანდიიდან, კოსოვოდან, ლიხტენშტაინიდან, მოლდოვიდან, მონაკოდან, მონტენეგროდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ნორვეგიიდან, სან-მარინოდან, სერბეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არის სამთავრობოთაშორისო ფორუმი ევროპის მომავლის შესახებ პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაარსდა.
- ირაკლი კობახიძე: მე, პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
- უკრაინული მედია: ზელენსკი პირველად შეხვდა უკრაინის მიერ დასანქცირებულ ირაკლი კობახიძეს
- "ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა" — ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე
- ანდრიი სიბიჰა: გავმართე შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და EU-ს მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები