"ფორმულას" ცნობით, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" ცნობით, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ჟურნალისტ გურამ როგავაზა თავდასხმელის ვინაობა დაადგინეს.
გამოძიების თანახმად, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტს თავს გდდ-ის თანამშრომელი ი.შ. დაესხა, რომელიც იმ დროისთვის 21 წლის იყო. ჯარიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ უწყებაში მომუშავე სანდო პირებმა მიაწოდეს.
ამის შემდეგ, ჟურნალისტები ი.შ.-ს დაუკავშირდნენ, მაგრამ მან ფორმულასთან საუბრისას მომხდარი უარყო და განაცხადა, რომ "მათ მის წინააღდმეგ არანაირი ფაქტი არ აქვთ" და ტექსტური შეტყობინებით მოიწერა "ჩემს ოჯახს ნუ აწუხებთ".
ჟურნალისტური გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ი.შ.-მ უწყება გდდ-ის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) წამოსვლის დროს დატოვა და შემდეგ კერძო კომპანიის დაცვაში მუშაობდა. ჟურნალისტებმა ამავე კითხვით მიმართეს ზვიად ხარაზიშვილსაც. თავდაპირველად ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ არავის იცნობდა ამ სახელით, ხოლო შემდეგ დასძინა, რომ მისი "ხალხი" არავის თავდასხმაში არ მონაწილეობდა.
"ჩემ გარშემო ნამდვილად არ ყოფილა... 5000 კაცში როგორ უნდა ვიცნო... ვიცი, რომ არ ყოფილა, თავდასხმა და ეგეთ რამეებზე ჩემი ხალხი არ არის რა, ნუ აბრალებთ. მე არ მახსოვს ეგეთი სახელი და გვარი ჩემს დანაყოფში. რაც შეეხება თავდასხმას – თავდასხმებს ჩემი ხალხი არ აწყობდა," — განაცხადა ხარაზიშვილმა.
"ფორმულას" ცნობით, ი.შ.-ის გდდ-ში მუშაობას ადასტურებენ მისი მეზობლებიც და ოჯახის წევრებიც. საგამოძიებო სიუჟეტში სავარაუდო თავდამსხმელის ერთ-ერთი ოჯახის წევრის მის უდანაშაულობას იმით ამტკიცებდა, რომ ის სასულიერო სკოლაში სწავლობდა.
გურამ როგავა აცხადებს, რომ ზარის განხორციელებიდან მალევე სავარაუდო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელებში სახელი გადაირქვა და ფოტოები წაშალა.
"ჩვენ ვიცით მათი სახელები და გვარები, ვიცით მათი სახლის მისამართები, ყველანაირი პირადი ინფორმაცია. ჩემზე თავდამსხმელმა, ხომ, როგორც კი დავურეკეთ, როგორც კი მის მისამართზე მივედით, რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში სახელი გადაირქვა, ფოტოები, ვიდეოები წაშალა. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ მიხვდა, რომ სისტემაში, რასაც იმას ჰპირდებოდნენ, ეს გარანტია ვერ შესრულდა.
ძალიან რთული იყო ამის გააზრება ჩემთვის. მე როცა გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი მასთან სახლში და ვყოფილიყავი ამ გამოძიების ნაწილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, მე ჩემს თავს ვუთხარი, რომ მე ემოციებს არ ავყვებოდი. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ მას ექნებოდა გამბედაობა, რომ მე პირისპირ ვენახე. მე მას ძალიან მშვიდად დაველაპარაკებოდი. მე მის მიმართ ბოღმა, შურისძიების რაღაცნაირი განცდა არ მამოძრავებს, ელისო. გულწრფელად, რაღაც მომენტში, რაღაც გაგებით მეცოდება, იმიტომ, რომ ისიც ამ სისტემის მსხვერპლია — 21 წლის ასაკის ბიჭი, რომელიც ამ სისტემამ აქცია ჯალათად," — ამბობს როგავა ტელეკომპანია "ფორმულასთან".
სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს პროკურატურამ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
"საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, დამიბარეს გამოკითხვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს," — წერს ელისო ჯარიაშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, პროაქციის დარბევის დროს გდდ-ის თანამშრომელმა პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს გურამ როგავაზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა. თავდამსხმელს სახე დაფარული ჰქონდა, შესაბამისად მისი იდენტიფიცირება ვიდეოდან შეუძლებელი იყო. როგავა თავდასხმიდან მე-18 დღეს აღიარეს დაზარალებულად, მაგრამ დამნაშავე დღემდე არ დაუსჯიათ.
14 მარტს, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "წამება თვითონ არის სიცრუე. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის სავარაუდოდ დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა". კობახიძემ "ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრისას" გურამ როგავას ინციდენტიც ახსენა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები