ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი
ლონდონში მზია ამაღლობელთან და საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. მაგნიტსკის სამართლიანობის გლობალური კამპანიის ხელმძღვანელმა, "მაგნიტსკის აქტის" მიღების ინიციატორმა ბილ ბრაუდერმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა. მისი თქმით, "მაგნიტსკის აქტი" იმისთვის შეიქმნა, რომ "მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ".
"არსებობს ეს კაცი — ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდერი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ, რატომ შეიქმნა "მაგნიტსკის აქტი"? სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.
მას აქტივები გაერთიანებულ სამეფოშიც აქვს. 2025 წლის ბოლოს, სენატორ კარდინის გამოსამშვიდობებელ მოსმენაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩვენება მივეცი "მაგნიტსკის აქტის" შესახებ, სადაც ვისაუბრე ივანიშვილისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს აქტი მის წინააღმდეგ. შემდგომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა და, დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი მას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.
თუმცა, როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და, რეალურად, ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე თუ პროკურორი, რომლებიც მზიას უკანონო, არაადამიანურ და უფლებადამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი.
ამის მიღწევა მარტივია. თუ მას აქტივები ნამდვილად აქ (ბრიტანეთში) აქვს, როგორც წამიკითხავს, მსგავსმა ნაბიჯმა ის უნდა გამოაფხიზლოს და დააფიქროს. ბოლოს მინდა ვთქვა: რაც არ უნდა უიმედოდ ჟღერდეს ეს ყველაფერი, რეალურად, ეს ერთ-ერთი შედარებით მარტივი შემთხვევაა — არა უშალოდ მზიას, არამედ, ზოგადად, საქართველოს საკითხი. ეს გაცილებით მარტივი საქმეა, ვიდრე რუსეთის ან ირანის შემთხვევა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც გეოპოლიტიკური ქარტეხილების ეპიცენტრშია. ეს არ არის სახელმწიფო, რომელიც მყარად დგას ფეხზე და შეუძლია მსგავსი საშინელებები უსასრულოდ გააგრძელოს.
...ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ მსხვერპლთათვის და მოვითხოვოთ სანქციები დამნაშავეების წინააღმდეგ. თუმცა, ამავდროულად, წინ უნდა ვიყუროთ და გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. შეხედეთ ფილიპინებს: ]დუტერტე [დიქტატორი მარია რესას წიგნიდან: “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”] უამრავ საზიზღრობას სჩადიოდა, ახლა კი მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) უწევს გამკლავება. ვფიქრობ, ამჟამად საქართველოს შემთხვევა უფრო დიდი ალბათობით სწორედ ფილიპინების გზას გაივლის, ვიდრე ირანის ან რუსეთისას", — განაცხადა ბრაუდერმა (კომენტარს "ნეტგაზეთი" ავრცელებს).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები