გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს
ფოტო: თიბისი
Global Finance-მა თიბისი 2026 წლის ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, იმ 7 ინოვაციისთვის, რომელიც ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.
თიბისის მიერ შექმნილი ინოვაციები, სწორედ ამ იდეას ემსახურება — როცა გჯერა, იწყებ შექმნას და როცა ქმნი, იღებ ინოვაციას, რომელსაც რეალური ცვლილებები მოაქვს.
Genie: ქართულენოვანი ანალიტიკური კვლევის AI ჩატი თიბისელებისთვის
ინოვაციისა და სამუშაო პროცესის შესახებ, თიბისის AI და მონაცემთა მართვის დირექტორი — კოტე ხოფერია გვიყვება:
"ჩვენი მიზანი იყო გაგვემარტივებინა სამუშაო პროცესი თანამშრომლებისთვის. ქართულენოვანი Genie ამცირებს რუტინულ სამუშაოს, ზრდის პროდუქტიულობას და თანამშრომლებს ეხმარება მეტი დრო დაუთმონ არა მონაცემების მოძიებას, არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
Genie-ის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი იყო ტექნოლოგიური, მონაცემთა, ანალიტიკური და ბიზნეს გუნდების მჭიდრო თანამშრომლობა. ეს არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიური პროექტი, ეს იყო სამუშაო კულტურის ცვლილება".
მობაილბანკში რეგისტრაცია 30 წამში
ეკა ნადირაშვილი (პროდუქტის მფლობელი, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა (რითეილი):
"ყველაფერი დაიწყო დეტალური გაანალიზებით, რომ კლიენტად რეგისტრაციის პროცესი ზედმეტად გრძელი და რთული იყო. ამიტომ, ჩვენი მიზანი მისი მაქსიმალურად გამარტივება გახდა.
კროს-ფუნქციური გუნდების თანამშრომლობით, მივიღეთ სრულიად ახალი რეგისტრაციის პროცესი, სადაც მომხმარებელი მხოლოდ სელფით, 30 წამში იღებს აქტიურ ანგარიშს და ციფრულ ბარათს.
ამ ინოვაციამ ძალიან ძლიერი ბიზნეს შედეგიც მოგვიტანა და კიდევ ერთხელ დაასტურა, რომ, როცა მომხმარებლის რეალურ პრობლემას სწორად აგვარებ, ძლიერი შედეგიც ბუნებრივად მოდის".
ბიზნეს მობაილბანკში რეგისტრაცია 30 წამში
ანა ტატიშვილი (პროდუქტის მფლობელი, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა (ბიზნესი):
"კომპანიის ანგარიშის გახსნა აქამდე ხანგრძლივ პროცესთან და ბევრ დოკუმენტთან ასოცირდებოდა. ციფრულ სივრცეში რეგისტრაციაც კი ბევრი ველის შევსებასთან იყო დაკავშირებული. ახლა პროცესი "ქაღალდის ბიუროკრატიისგან" სრულიად გავათავისუფლეთ და მომხმარებელი უკვე ბევრ დროს ზოგავს.
დღეს ნახევარ წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი ყველა იმ კომპანიის ანგარიშის გახსნა, ვისი დირექტორიც უკვე თიბისის მომხმარებელია. მათ შეუძლიათ ბანკში პირველი მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ბარათის გააქტიურება ისე, რომ მასზე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა".
ავტო-კომფორტი მობაილბანკში
ცოტნე ძაგანია (სერვის ექსპერტი, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა):
"პროექტის იდეა მარტივი იყო: შეგვექმნა უფრო მარტივი გამოცდილება ავტომობილების მფლობელებისთვის და მიგვეცა მათთვის საავტომობილო სერვისების სრულიად ციფრულად მართვის შესაძლებლობა.
მუშაობის პროცესი საკმაოდ ცოცხალი იყო: პროდუქტის გუნდი აქტიურად ისმენდა მომხმარებლების ტკივილს, ტესტავდა იდეებს, იღებდა უკუკავშირს და სწრაფად ცვლიდა იმას, რაც არ მუშაობდა.
საბოლოოდ, ამ პროექტით მივიღეთ უფრო სწრაფი და მარტივი გადახდის გამოცდილება, რომელიც რეალურად ამარტივებს ყოველდღიურობას".
მინი და მიკრო სესხების გაცემა AI-ს გამოყენებით
სალომე ფიფია (პროდუქტის მფლობელი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა):
"მინი და მიკრო სესხების გაცემის პროცესში დავნერგეთ AI ხელსაწყო, რომელიც აიდენტიფიცირებს კლიენტის საქმიანობას და ავტომატურად აანალიზებს მასალას. შედეგად, შეფასების პროცესი ხდება უფრო სწრაფი და ნაკლებადაა დამოკიდებული ინდივიდუალურ შეფასებაზე.
ეს ინოვაცია მომხმარებლისთვის მნიშვნელოვნად დააჩქარებს ბიზნეს სესხის გაცემის პროცესს, ხოლო ბანკის თანამშრომლებისთვის შეამცირებს რუტინული, ხელით მართვადი სამუშაოს მოცულობას".
მომენტალური სავალუტო გადარიცხვები
ნინჩო ნარიმანიძე (სერვის ექსპერტი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგა):
"ჩვენი ვქმნით გადარიცხვების სრულიად ინოვაციურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მომენტალურ, ადგილობრივ და საერთაშორისო სავალუტო Me-to-Me გადარიცხვებს ერთ, მარტივ ციფრულ პროცესში.
ეს არის სერვისი, რომელიც გადარიცხვებს აქცევს ყოველდღიურ, მარტივ ქმედებად და არა პროცესად, რომელიც წინასწარ უნდა დაგეგმო. პროდუქტმა რადიკალურად შეცვალა გადარიცხვების ლოგიკა — ნელი და რთული პროცესიდან გადაიყვანა მყისიერ და მომხმარებელზე მორგებულ გამოცდილებაში".
თვითდასაქმებულების დაკრედიტება AI-ს გამოყენებით
ილონა მიქაია (პროდუქტის მფლობელი, თიბისის საცალო დაკრედიტების ლიგა):
"ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელიც კომპლექსური ლოგიკებით ითვლის თვითდასაქმებულის შემოსავალს, რის საფუძველზეც ადასტურებს სესხს კლიენტის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე; მომენტალურად, ნებისმიერი ადგილიდან, 24/7-ზე.
მუშაობისას, გუნდის თითოეულ წევრს გვჯეროდა, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან ღირებულ პროდუქტს ვქმნიდით, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევდა. პროექტის გაშვებიდან რამდენიმე დღეში კი, შედეგებიდან გამომდინარე, ამაში ცხადად დავრწმუნდით".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები