ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, რაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
"საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით ვადასტურებ, რომ წარსულში ჩემ მიერ განხილული საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულების ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.
არსებული ინფორმაცია, დადგენილი წესით, დეტალურად ვაცნობე საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება. თუმცა, დღემდე არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების ან სხვა სამართლებრივი პროცედურების თაობაზე. ზემოაღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, წარმოშვას საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საკითხის პოლიტიზაციას, რაც პირდაპირ აზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებრივ ნდობას. ყველასთვის ცნობილი და გასაგები უნდა იყოს, რომ საარჩევნო პროცესი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, ხოლო სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს მისი სამართლებრივი სიწმინდე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება ეფუძნება მხოლოდ კანონს და სამართალს. ამასთან, ვემსახურები იმას, რომ ყველა პროცესში მაქსიმალურად დაცული იყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი," — განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.
ხუჭუას ამ განცხადებას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი გორდულაძე გამოეხმაურა. გორდულაძემ განაცხადა, რომ ხუჭუას "წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით არ აქვს", რადგან მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
"22-მა მოსამართლემ განიხილა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საჩივრები. 22 მოსამართლიდან მხოლოდ ხუჭუამ აღმოაჩინა დარღვევა და მხოლოდ ის აღმოჩნდა სამართლისა და სამართლის უზენაესობის სადარაჯოზე. ამის სასარგებლოდ მეუღლე ტორტის გამოცხობაც კი დაჰპირდა. კატასტროფაა, როდესაც აქამდე არის მისული ეს ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ მოსამართლეა და ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში.
"საქმემ შენმა გამოგაჩინოსო" — ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს წესით მოსამართლემ. მაგრამ როდესაც 22-დან 21 მოსამართლე ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავს და მხოლოდ ბატონი ხუჭუა ხედავს, რომლის მეუღლეც "ნაცმოძრაობის" აქტივისტია, რომელიც არაერთი მედიასაშუალებით გამოდის, მათ შორის სოციალური ქსელითაც და პირდაპირ თავის პოზიციას აფიქსირებს — ეს მისი უფლებაა, მაგრამ მის მიუკერძოებლობაში, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად ეჭვის შეტანის საფუძვლები გვაქვს.
დადასტურებულად ვიცით, რომ მას არ აქვს წარმოდგენა არც საქართველოს კონსტიტუციაზე, არც კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ იგი არ დაარღვევდა ორგანულ კანონს, არ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს და არ იქნებოდა მხილებული უბრალოდ ნორმების არცოდნაში. სადაც ეს ნორმები არ იცის ბატონმა ხუჭუამ, მაშინ რა გარანტიაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იცის ზედმიწევნით?" — განაცხადა გორდულაძემ.
- ვლადიმერ ხუჭუა: მოსამართლე, რომელიც მიიღებს ერთ უღირს გადაწყვეტილებასაც კი, თუ მას არ შეუძლია მისი ღირსების დაცვა, ის სხვის ღირსებას და თავისუფლებას ვერ დაიცავს
- მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი საქმეების წარმოება კვლავ შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
- IPN: მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე ადმინისტრაციულ საქმის წარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები