ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან
კომპანია Disney-ს და რეჟისორ ჯეიმს კამერონს კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში უჩივლა მსახიობმა, რომელიც ამტკიცებს, რომ კამერონმა მისი გარეგნობა ბლოკბასტერ ავატარის პერსონაჟის, ნეიტირის, შესაქმნელად გამოიყენა.
ქორიანკა კილჩერმა სამშაბათს შეტანილ სარჩელში აღნიშნა, რომ კამერონმა ნეიტირის დიზაინისთვის "ამოიღო, მოახდინა რეპლიკაცია და კომერციულად გამოიყენა მისი სახის ნაკვთები". ის რეჟისორსა და Disney-ს საჯაროობის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. Disney-ს წარმომადგენლებს სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
"ის, რაც კამერონმა გააკეთა, არ ყოფილა შთაგონება, ეს იყო ექსტრაქცია (ამოღება)", — განაცხადა კილჩერის ადვოკატმა, არნოლდ პეტერმა — "მან აიღო 14 წლის მკვიდრი ამერიკელი გოგონას უნიკალური ბიომეტრიული მონაცემები, გაატარა ინდუსტრიულ საწარმოო პროცესში და გამოიმუშავა მილიარდობით დოლარის მოგება ისე, რომ მისთვის ნებართვა ერთხელაც არ უთხოვია".
კილჩერის დებიუტი 14 წლის ასაკში შედგა პოკაჰონტასის როლით ტერენს მალიკის 2005 წლის ფილმში ახალი სამყარო (The New World). მას ასევე აქვს როლი პოპულარულ სერიალში იელოუსტოუნი (Yellowstone).
ქორიანკა კილჩერი პოკაჰონტასის როლში, 2005 წლის ფილმში ახალი სამყარო
ფოტო: First Foot Films
პირველი ავატარი, რომელიც 2009 წელს გამოვიდა, თითქმის 3 მილიარდი დოლარით ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. სერიის მესამე ფილმმა, ავატარი: ცეცხლი და ფერფლი, გასული წლის ბოლოს გამოსვლის შემდეგ, უკვე მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ავატარის სერია ფოკუსირებულია ჰუმანოიდი უცხოპლანეტელების რასაზე, სახელად ნაავი, რომლებიც, სარჩელის მიხედვით, მკვიდრი ხალხების კულტურებზეა დაფუძნებული. ფილმებში ნეიტირის როლს ზოი სალდანა ასრულებს.
კილჩერი ამტკიცებს, რომ კამერონმა მისი ფოტო ნებართვის გარეშე გამოიყენა, როგორც წყარო ნეიტირის ციფრული სახის შესაქმნელად. სარჩელში ნათქვამია, რომ კამერონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად აღიარა, რომ ნეიტირის დიზაინის საფუძვლად გამოიყენა კილჩერის (რომელიც წარმოშობით პერუელი ინდიელია) გამოსახულება ფილმიდან ახალი სამყარო.
"შედეგად მივიღეთ უზარმაზარი შემოსავლის მქონე ფრენჩაიზი, რომელიც პოზიციონირებს, როგორც მკვიდრი მოსახლეობის პრობლემების მიმართ თანაგრძნობით განმსჭვალული, მაშინ, როცა კულისებში ჩუმად ახდენდა მკვიდრი ახალგაზრდის ექსპლუატაციას", — ნათქვამია სარჩელში.
კილჩერი ითხოვს ფულად ანაზღაურებას კალიფორნიის საჯაროობის უფლების შესახებ კანონის დარღვევისთვის, რომელიც კრძალავს კომერციული მიზნებისთვის ადამიანის გარეგნობის ან მსგავსების გამოყენებას მისი თანხმობის გარეშე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები