"მხოლოდ განცხადებების გამო დაიწყო ჩემი დევნა და აღიძრა საქმე" — ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენ გამოეხმაურა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და სასამართლოზე წარსადგენი საბოლოო სიტყვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 მაისს, სასამართლომ ირაკლი შაიშმელაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.
შაიშმელაშვილის თქმით, მის ადვოკატს, ნათია მეზვრიშვილს საბოლოო სიტყვის სასამართლოში წაკითხვის შესაძლებლობა არ მისცეს.
"დღეს დასრულდა ივანიშვილის სასამართლო და მურუსიძის "ნოტარიუსმა" სასჯელები ისე ჩამოარიგა, წარბიც არ შეუხრია.
სამწუხაროდ, ჩემს ადვოკატსაც კი არ მისცეს უფლება, ჩემი საბოლოო სიტყვა წაეკითხა სასამართლოში. ამიტომ, აქ გავაზიარებ.
P.S აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ამ ბინძური და უსამართლო საქმის შემსრულებელი სათანადო პასუხს აგებს", — წერს შაიშმელაშვილი.
გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში წერს, რომ ქართულმა ოცნებამ მას პოსტის დატოვება არ აპატია: "როგორ გავბედე მათ წინააღმდეგ წასვლა. იძულებული გამხადეს, დამეტოვებინა ქვეყანა. წამართვეს ყველაფერი, რაც მიყვარდა, რისიც მჯეროდა და რისიც მწამდა".
"ვთვლი, რომ არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც მაქვს, არ დაიკარგოს ერთი რიგითი მოქალაქის ხმა. ჩემი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში — გამოვიყენო ყველა მშვიდობიანი და კანონიერი საშუალება, რათა ეს "ხელისუფლება" შეიცვალოს.
დიახ, ქართული ოცნება ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს საქართველოს — და ეს აუცილებლად მოხდება!
მხოლოდ სამშობლოს სიყვარულისა და ღირებულებების ერთგულებისთვის ყველას, ვინც ხმა ამოვიღეთ, სამშობლოს მოღალატეები და მტრები გვიწოდეს. ფაქტია და ეს თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ მხოლოდ განცხადებების გამო დაიწყო ჩემი დევნა და აღიძრა საქმე "სასამართლოში" — იმ განცხადებების გამო, რომელიც არ შეიცავდა არანაირ კანონდარღვევას. ამ შემთხვევაში, ფაქტორი არის ის, რომ რეჟიმმა იგრძნო საზოგადოების გამოფხიზლდები საფრთხე, მარტივი ჭეშმარიტება. ადვილად და ყველასთვის გასაგებია, ჩემი მიმართვისა და მოწოდების მთავარი მოტივი იყო თანამშრომლობის მხრიდან დადებული ფიცის პატივისცემა, მისი დაცვა და საკუთარ მოქალაქეებთან დაპირისპირებაში არ შესვლა.
დღეის მდგომარეობით, ცნობილია, რომ არც ერთი მოძალადე და კანონდამრღვევი ძალოვანი და არც ერთი ე.წ. "ტიტუშკა" არ არის იდენტიფიცირებული, არათუ დასჯილი. ამ გარემოების ფონზე კი თქვენ, ბატონო პროკურორო და მოსამართლევ არად დაგიდევთ მორიგი ფალსიფიცირებული და "შეკერილი" საქმის განხილვა" — ვკითხულობთ ირაკლი შაიშმელაშვილის სასამართლოზე წარსადგენ საბოლოო სიტყვაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები