"მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე
2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სამი ყოფილი, ერთი მოქმედი სპეცრაზმელი და შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.
ამ ფაქტს "ტვ პირველთან" გამოეხმაურა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება"). მისი თქმით, სპეცრაზმელები შიგნიდან "ჩაუშვეს", რადგანაც მისთვის საეჭვოა რამდენადაა შესაძლებელი კადრებით სპეცრაზმელთა იდენტიფიცირება ნიღბებისა და ეკიპირების პირობებში.
ზვიად ხარაზიშვილმა ასევე განმარტა, რომ მისთვის ცემის ან მკვლელობის ბრძანება არავის მიუცია და ასევე არც მას გაუცია ასეთი დავალებები.
"მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და ციხით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ, ეს არის ჩემი სათქმელი. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის.
ჩაშვებულია აბა რა არის, მაგნაირ ხალხს რა გამოლევს შიგნით თითს რომ იშვერენ. თვითონ თბილად იყოს ვინმე და სხვა გაიწიროს ალბათ ეგეთი რამე გააკეთა ვიღაც არაკაცმა, ეგ ბიჭები ახლა რა შუაშია. 18 წელი ვიყავი სპეციალური დანიშნულების რაზმის საბრძოლო უფროსი, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს, არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია, ან ვინმე მოკალი ან ვინმე ცემე, კარგად იცით რამდენი მინისტრი, რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ
იყო დანაშაული? იყო გადაცდომა? მზად ვარ პასუხი ვაგო მე პირადად ყველაფერზე, არც მე გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და მსგავსი ქმედებები რაც იყო ცუდი გაკეთებინათ, არც ჩემთვის არავის დაუვალებია.
სასიამოვნო მოსასმენი არ არის როდესაც მეკითხებიან იყო ასეთი ბრძანება, არაფერი ბრძანება არ ყოფილია.
არ ვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა "მასკიანი" ადამიანები, იცით ნიღბიანები, ეკიპირებით..", — განაცხადა ხარაზიშვილმა (სტილი დაულია).
შეგახსენებთ, ზვიად ხარაზიშვილი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ლიეტუვის მიერაა სანქცირებული.
ის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმში იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში კი "ხარება" სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) სპეცრაზმელი გახდა. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ 'ორი გვამი სჭირდება".
ქართული ოცნების მმართველობის დროს ზვიად ხარაზიშვილი ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2021 წლიდან 2025 წლამდე კი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები