ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე?
საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ჰანტავირუსის იშვიათი და საშიში შტამი დაფიქსირდა. ეპიდაფეთქებას, რომელიც ადამიანებს შორის ვირუსის გადადების რისკს შეიცავს, უკვე ემსხვერპლა 3 ადამიანი, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან. მგზავრების უსაფრთხო რეპატრიაციისა და ვირუსის გლობალური გავრცელების აღსაკვეთად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და წამყვანი ქვეყნების ეპიდემიოლოგები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ინფიცირებული ბრიტანელებიდან ორი ნიდერლანდებისა და სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოებში იმყოფება, ხოლო მესამე პაციენტი სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ტრისტან-და-კუნიაზე რჩება.
გემი ამჟამად ტენერიფესკენ (ესპანეთი) მიემართება, სადაც კვირას უნდა შევიდეს. ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეიმუშავა თავისი მოქალაქეების რეპატრიაციის საგანგებო გეგმა:
- ტენერიფეზე ჩასულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ბრიტანეთის საგარეო უწყება და გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) გუნდები დახვდებიან. მათთვის ორგანიზებულია სპეციალური თვითმფრინავი სამშობლოში დასაბრუნებლად.
- რეპატრიაციის პროცესი ინფექციის კონტროლის უმკაცრესი წესების დაცვით წარიმართება. ბორტზე იქნებიან ინფექციონისტები, რომლებიც მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას ფრენისას მუდმივად გააკონტროლებენ.
- ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, გემის ყველა მგზავრსა და ეკიპაჟის წევრს მოეთხოვება 45-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია, რომლის დროსაც მათ ჯანდაცვის სპეციალისტები დააკვირდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ჰანტავისურისის შემთხვევების მატებას პროგნოზირებს, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ აფეთქება ლოკალური დარჩება. ამჟამად გემზე მყოფი სხვა ბრიტანელები სიმპტომებს არ უჩივიან, თუმცა ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან.
საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვირუსის ამ შტამს, რადგან ის ადამიანებს შორის გადადების პოტენციურად საშიშ უნარს ავლენს. ამჟამად მიმდინარეობს ყველა იმ პირის მოძიება, ვისაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა ინფიცირებულებთან გემის სხვადასხვა პორტში დგომისას.
ვირუსის შესახებ
ინფორმაციისთვის, ჰანტავირუსი არის "ანდესის" (Andes) შტამი, რომელიც იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს, თუმცა გაცილებით მძიმე ფორმებში შეიძლება გადაიზარდოს. ვირუსს ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა, თუმცა არ არის ისეთივე გადამდები, როგორც, მაგალითად, წითელა ან კოვიდ-19.
ანტავირუსი, მღრღნელებისგან (თაგვები, ვირთხები) მოდის — ინფექცია გადაეცემა მღრღნელების ექსკრეტებთან კონტაქტში მყოფი ჰაერის ნაწილაკების ჩასუნთქვით. ვირუსი განსაკუთრებული იმითაა, რომ მას შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადადება, თუმცა ეს ხდება მხოლოდ ძალიან ახლო და ხანგრძლივი ფიზიკური კონტაქტის დროს — ვირუსი არ ვრცელდება ყოველდღიური სოციალური კონტაქტით საზოგადოებრივ ადგილებში, მაღაზიებში, სამსახურსა თუ სკოლებში.
სიმპტომები
დაავადება იწყება გრიპის მსგავსად: მაღალი სიცხე, დაღლილობა და კუნთების ტკივილი; სუნთქვის უკმარისობა; მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა.
ინკუბაციური პერიოდი: სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან 2-დან 4 კვირამდე შუალედში, თუმცა შეიძლება ერთ თვეზე მეტი დროც დასჭირდეს.
მკურნალობა
ჰანტავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად. თუმცა, ჰოსპიტალიზაცია და ადრეული სამედიცინო ჩარევა მკვეთრად ზრდის გადარჩენის შანსს.
გავრცელების რისკები
ჯანდაცვის ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ფართო საზოგადოებისთვის რისკი უაღრესად დაბალია და რისკის ქვეშ არიან მხოლოდ ის პირები, ვინც იმყოფებოდნენ გემ MV Hondius-ზე, ჰქონდათ შეხება ინფიცირებულებთან ან იმგზავრეს მათთან ერთად თვითმფრინავით. პრევენციის მიზნით, რისკის ქვეშ მყოფ პირებს (მაგალითად, ბრიტანეთის მოქალაქეებს) სთხოვენ 45-დღიან თვითიზოლაციას, რათა გამოირიცხოს ვირუსის შემდგომი გავრცელება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები