"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
ფოტო: 20th Century Fox
მას შემდეგ, რაც Marvel-ის ფანტასტიკური ოთხეულის ფრენჩაიზის გაცოცხლებაში მიიღეს მონაწილეობა ფილმით Fantastic Four: First Steps, რეჟისორი მეტ შეკმანი და სცენარისტი ჯოშ ფრიდმანი კიდევ ერთ მაღალი პროფილის პროექტს ჩაუდგებიან სათავეში. Deadline-ის წყაროების თანახმად, შეკმანი 20th Century-სთვის მაიმუნების პლანეტის ჯერჯერობით დაუსათაურებელ ფილმს გადაიღებს, სცენარზე კი ფრიდმანი იმუშავებს. შეკმანი ასევე იქნება ფილმის პროდიუსერიც, ფრენჩაიზის ვეტერან პროდიუსერებთან: რიკ ჯაფასთან და ამანდა სილვერთან ერთად.
სიუჟეტის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი დაგვაბრუნებს პლანეტაზე, სადაც მაიმუნები დომინანტი სახეობაა და ყველაფერს მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, წყაროები Deadline-ს ეუბნებიან, რომ ეს არ იქნება 2024 წლის ფილმის, მაიმუნების პლანეტის სამეფოს გაგრძელება. ეს იქნება სრულიად ახალი, ორიგინალური ისტორია, რომელსაც შეკმანი და ფრიდმანი ერთად ამუშავებენ. აღსანიშნავია, რომ ფრიდმანი სილვერთან და ჯაფასთან ერთად წინა ფილმის სცენარის თანაავტორიც იყო.
ფრენჩაიზის ისტორია
მაიმუნების პლანეტა, 1968 წელი
ფოტო: 20th Century Fox
მაიმუნების პლანეტა 20th Century Studios-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამძლე ფრენჩაიზია, რომლის შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით 1.7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პიერ ბულის რომანზე დაფუძნებული პირველი ფილმი 1968 წელს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი უდიდესი ჰიტი გახდა. მას შემდეგ ვიხილეთ ოთხი სიქველი, ორი სერიალი, ტიმ ბარტონის 2001 წლის რიმეიქი და 2011 წლის წარმატებული რებუთ-ტრილოგია.
ენდი სერკისი კეისრის როლში, ფილმიდან მაიმუნების პლანეტის განთიადი, 2014 წელი
ფოტო: David James/20th Century Fox
ბოლო ფილმმა, მაიმუნების პლანეტის სამეფომ, რომლის რეჟისორი ვეს ბოლი იყო, კრიტიკოსებისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და გლობალურად 397 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
შემოქმედებითი გუნდი
მეტ შეკმანი Disney-სთვის საყვარელ რეჟისორად იქცა მას შემდეგ, რაც Marvel-ის სერიალ WandaVision-ისთვის ემის ნომინაცია მოიპოვა. სწორედ ამ წარმატებამ მოუტანა მას ფანტასტიკური ოთხეულის რეჟისორის სკამი. ამ უკანასკნელის პრემიერა გასულ ზაფხულს შედგა და 521 მილიონი დოლარი დააგროვა.
რაც შეეხება ჯოშ ფრიდმანს, მას 20th Century Studios-თან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: ის ისეთი ბლოკბასტერების თანასცენარისტია, როგორიცაა ავატარი: წყლის გზა, ავატარი: ცეცხლი და ფერფლი და მაიმუნების პლანეტის სამეფო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები