დავით დონდუა: NATO-სა და EU-ს შორის უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც იმუშავებს ავტონომიურად
ჟურნალისტ და სამხედრო მიმომხილველ გიორგი ცხვიტავასთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დიპლომატმა, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, დავით დონდუამ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ისაუბრა. მისი თქმით,"NATO-ს და ევროკავშირს შორის უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც ავტონომიურად იმუშავებენ. ეს უნდა იყოს სრული ჯაჭვი, დაწყებული სარდლობიდან, საკომანდო სამეთაურო შტაბიდან, დასრულებული საბრძოლო ელემენტებით".
დონდუას თქმით, დღეს, აშშ შეიარაღების მთავარი ექსპორტიორია და ის რამდენჯერმე უსწრებს ყველა დანარჩენს, მაგრამ იარაღის წარმოება აშშ-ს ცივი ომის შემდეგ არ გაუზრდია, ბოლო 30 წელი ისინი იგივე რაოდენობით იარაღს აწარმოებენ, რამდენსაც ცივი ომის დროს, მაგრამ ახლა მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ეს განსაკუთრებით, ირანთან ომის შემდეგ გამოჩნდა.
"NATO-სა და ევროკავშირს შორის უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც იმუშავებს ავტონომიურად და ეს უნდა იყოს ყველაფერი, სრული ჯაჭვი დაწყებული სარდლობიდან, საკომანდო სამეთაურო შტაბიდან და დასრულებული საბრძოლო ელემენტებით.
ევროკავშირმაც უნდა იფიქროს იმაზე, როგორ აამოქმედოს 42.7 მუხლი, NATO-ს მე-5 მუხლის იდენტური მუხლი, რომელიც აქვს, მაგრამ არანაირი მექანიზმი ამის გამოყენების არ გააჩნია.", — აღნიშნა დავით დონდუამ.
ინტერვიში დავით დონდუამ ისაუბრა უკრაინის NATO-შესაძლო წევრობის საკითხზეც. მისი თქმით უკრაინამ უნდა განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობები ცალკეულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიის დარგში.
"ევროპის ახალი უსაფრთხოების კონფიგურაციაში უკრაინას ძალიან დიდი როლი აქვს. სანამ ეს ომი მიდის, მისი NATO-ში წევრობაზე საუბარი არ არის, მაგრამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად ინტეგრირდეს NATO-ს სამხედრო სტრუქტურებში ისე, როგორც ფინეთი იყო. ფინეთი ახლახან გაწევრიანდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფინეთის თავდაცვის სტრუქტურა იყო მთლიანად ინტეგრირებული NATO-ში. უკრაინამ უნდა განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობები ცალკეულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიის დარგში და ამას უკვე აკეთებს.
ზელენსკიმ პრესკონფერენციის დროს ასეთი რაღაცა თქვა, რომ დღეს ბრძოლის ველზე უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების იარაღი აქვთ, ვიდრე იმპორტირებული და უკრაინას შეუძლია უკვე ორჯერ მეტი [იარაღი] აწარმოოს ვიდრე ფრონტზეა საჭირო ანუ სთავაზობს უკვე საკუთარ წარმოებას პარტნიორებს.", — განაცხადა დონდუამ.
მისივე თქმით, "დღეს ყველაზე აქტუალური თემა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაა გერმანიიდან 5000 ჯარისკაცის გაყვანის თაობაზე".
"დღეს ყველაზე აქტუალური თემა არის პრეზიდენტ ტრამპის განცხადება გერმანიიდან 5000 ჯარისკაცის გაყვანის თაობაზე. ამაზე შეფასება რომ გავაკეთოთ, უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება. დღეს მხოლოდ ეს ციფრი ვიცით, რომ 5000 [ჯარისკაცი] გაჰყავს, მაგრამ საიდან გაჰყავს და სად მიჰყავს არ ვიცით.
5000 არ არის ისეთი დიდი რაოდენობა, რომ ევროპამ ის ვერ ჩაანაცვლოს. უფრო ცუდი შეიარაღების გატანა კი არა, აი, "ტომაჰავკების" არგანლაგებაა. თუ გახსოვთ რუსეთმა როცა კალინინგრადის ოლქში "ისკანდერები" განათავსა, ამის საპირწონედ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის ტერიტორიაზე, მათ შორის გერმანიაში, განთავსებულიყო "ტომაჰავკის" რაკეტები.", — განაცხადა დონდუამ.
მისი თქმით, რუსეთს ომის სწრაფად დასრულების რესურსი ამჟამად არ გააჩნია და ომის რეჟიმიდან მშვიდობის რეჟიმზე გადასვლა ხშირ შემთხვევაში დამაზიანებელია.
"ომის ასე შეწყვეტის უნარი რუსეთს არ აქვს. ახლა მთელი ქვეყანა და არა მარტო ეკონომიკა, არამედ ყველაფერი გადართულია ომის რეჟიმზე და ომის რეჟიმიდან მშვიდობის რეჟიმზე მყისიერად გადართვა იქნება ძალიან რთული და დამანგრეველი ეკონომიკისთვის, სოციალური სისტემისთვის და, რაც მთავარია, პოლიტიკურ კრიზისს გამოიწევს, ამიტომ რუსეთი სადღაც წაიყვანს ამ ჯარს, სად არ ვიცით, ვნახოთ, შეიძლება წაიყვანოს NATO-ს მიმართულებით, შეიძლება ცენტრალურ აზიაში წაიყვანოს, შეიძლება სამხრეთით წამოიყვანოს, მაგრამ სადღაც უნდა წაიყვანოს." — აღნიშნა დავით დონდუამ.
დიპლომატი ასევე შეეხო აშშ-ევროპის ურთიერთობას და აღნიშნა, რომ ამერიკამ დაიწყო ევროპისგან დისტანცირება. შესაბამისად, ევროპა უნდა გადაეწყოს იმაზე, რომ თავად შეძლონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"საფრთხე ევროპისთვის არის რეალური, არა ეფემერული და ასევე რეალურია იმის საფრთხე, რომ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდეს. საერთოდ, NATO არის მეხუთე მუხლის ორგანიზაცია, ამ პრინციპისთვის შეიქმნა, რომ ერთ რომელიმე წევრს თუ დაემუქრება საფრთხე, ყველა უნდა დაეხმაროს, მაგრამ ეს პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, ეს ჯერ არავინ არ იცის", — განაცხადა დონდუამ.
სრულად ვიდეოინტერვიუ ნახეთ აქ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები