ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო
"ქართული ოცნების მაღალი ეშელონებიდან წახალისებული ძალადობა ჟურნალისტებზე, არაეფექტური გამოძიება და პოლიტიკურ ინტერესს დაქვემდებარებული მართლმსაჯულება აჩენს დაუსჯელობის განცდას" — ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას ქარტია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ქარტიის ინფორმაციით, 9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გადაცემა "ღია სივრცის“ დასრულების შემდეგ, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე გადაცემის მეორე მონაწილეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სახის არეში დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შესახებ მთივლიშვილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელიც გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, თავს დაესხა ამავე გადაცემის მეორე მონაწილეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, და სახის არეში დაზიანება მიაყენა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
გადაცემაში სტუმრები მცირე ჰესების დაგეგმილი მშენებლობების გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე შესაძლო გავლენაზე და ჰესების მიმართ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების მხრიდან შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მსჯელობდნენ.
"ფორმულას" ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო.
გელა მთივლიშვილი, მაღალკვალიფიციური საგამოძიებო სიუჟეტების გამო, რითაც ის ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, არაერთხელ გამხდარა ქართული ოცნების მთავრობის მაღალჩინოსნებისა თუ რიგითი ჩინოვნიკების და ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირების მხრიდან თავდასხმისა და აგრესიის სამიზნე.
ქართული ოცნების მაღალი ეშელონებიდან წახალისებული ძალადობა ჟურნალისტებზე, არაეფექტური გამოძიება და პოლიტიკურ ინტერესს დაქვემდებარებული მართლმსაჯულება აჩენს დაუსჯელობის განცდას. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული და ეს საქართველოს იმ არადემოკრატიულ ქვეყნებთან და რეჟიმებთან აახლოვებს, რომელთა მიმართაც საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები მრავალი წელია აქვს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და მასზე თავდასხმის ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს." — წერია განცხადებაში.
ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "ღია სივრცეს" ეთერში ჰესების შესახებ დისკუსია გაიმართა, რასაც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილსა და მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელ გიორგი მარგებაძეს შორის კამათი მოჰყვა, რაც მოგვიანებით ტელეკომპანიის შენობის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები